00:36 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (328)
79 0 0

ბოლო პერიოდში საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საფრანგეთის 19 დეპარტამენტში მოქმედი საკარანტინო შეზღუდვები შაბათიდან მთელ ქვეყანაზე გავრცელდება, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში.

​მისი თქმით, საყოველთაო კარანტინი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 20 მარტს კარანტინი გამოცხადდა ქვეყნის 16 დეპარტამენტში, მათ შორის პარიზის რეგიონში, თუმცა შეზღუდვები ბევრად უფრო მოქნილი იყო, ვიდრე წინა ორი „ლოკდაუნისას“. ერთი კვირის შემდეგ შეზღუდვები გავრცელდა კიდევ სამ დეპარტამენტზე.

აღნიშნულ ტერიტორიებზე დაკეტილია მაღაზიები (გარდა ისეთებისა, რომლებიც პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით ვაჭრობენ), ასევე შეზღუდულია მგზავრობა რეგიონებს შორის. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე გასული წლის ოქტომბრიდან არ მუშაობს კაფეები, რესტორნები, ბარები, მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები.

ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება. იზრდება COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა და სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა.

ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ საფრანგეთში 4,5 მლნ ადამიანი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით. გარდაიცვალა 95 ათას კაცზე მეტი.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (328)

მთავარი თემები