12:43 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (335)
90 0 0

კომპანია Johnson & Johnson-ის კორონავირუსული ვაქცინა ყველა სხვა ვაქცინისგან იმით განსხვავდება, რომ ის მხოლოდ ერთ ინექციას ითვალისწინებს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. კომპანია Johnson & Johnson-ის ბალტიმორში (მერილენდის შტატი) მდებარე ქარხანაში კოვიდ-ვაქცინის ინგრედიენტების შერევისას შეცდომა მოხდა, რის გამოც 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა, იუწყება გაზეთი New York Times.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში აღიარეს, რომ შეცდომა ადამიანური ფაქტორით იყო გამოწვეული.

„ხარისხის კონტროლის პროცესში აღმოჩნდა პრეპარატის ერთი პარტია, რომელიც არ შეესაბამებოდა სტანდარტებს... აღნიშნული პარტია ამპულებში აღარ ჩამოსხმულა, ის წარმოების ფინალურ სტადიამდე აღარ მისულა“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამ დროისათვის ქარხანაში სურსათისა და მედიკამენტების ხარისხისა და სანიტარული კონტროლის სააგენტო (FDA) შემოწმებას ატარებს.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინის ის დოზები, რომლებიც ახლა გამოიყენება, ნიდერლანდებშია დამზადებული, ამიტომ ამერიკულ ქარხანაში მომხდარს პრობლემები არ შეუქმნია ვაქცინაციის პროცესისთვის. თუმცა ეს შეცდომა აშშ-ში ვაქცინის მიწოდებებს შეაფერხებს.

ამასთან ინციდენტი მტკივნეულად აისახება კომპანია Johnson & Johnson-ის რეპუტაციაზე, რომლის პრეპარატიც მხოლოდ ერთ ინექციას ითვალისწინებს და რომელსაც ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპები უნდა დაეჩქარებინა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (335)

მთავარი თემები