11:42 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (335)
32 0 0

ეს პირველი ევროპული სანქციები იქნება ირანისთვის ბოლო რვა წლის განმავლობაში, ევროკავშირმა სანქციების ბოლო სია 2013 წელს გამოაქვეყნა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ევროკავშირი დღეიდან ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, რაც პირველი შეზღუდვები იქნება 2013 წლის შემდეგ, იუწყება სააგენტო Reuters ბრიუსელში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ ამ ნაბიჯს ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაძლიერებული პოლიტიკის ფონზე დგამს.

„მათ, ვინც პასუხისმგებელია უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, უნდა იცოდნენ, რომ არსებობს გარკვეული შედეგები“, — განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

Reuters-ის ინფორმაციით, სანქცირებულ პირთა ვინაობას ბრიუსელი მომავალ კვირაში დაასახელებს, როდესაც სანქციები ძალაში შევა. „შავ სიაში“ მოხვედრილი პირების აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიყინება, მათ ასევე აეკრძალებათ შესვლა კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

არსებული ცნობით, ამ დროისათვის ევროკავშირის სანქციების სიაში 80-ზე მეტი ირანელია, რომლებსაც შეზღუდვები 2011–2013 წლებში დაუწესდათ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 10 მარტს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო ირანს სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმა. ამერიკულ შავ სიაში ორი ირანელი მოხვდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტმა წამებაში დაადანაშაულა.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (335)

მთავარი თემები