11:54 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (820)
53 0 0

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაანალიზდეს, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ჩინეთსა და რუსეთს.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. რუსეთი და ჩინეთი ძალიან მსგავს ენას იყენებენ დასავლეთსა და აშშ-ზე საუბრისას, წერს სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეპ ბორელი. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.  

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვან ის შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ განამტკიცონ თავიანთი ტექნიკური დამოუკიდებლობა დასავლეთის ქვეყნებისგან. ამასთან მინისტრებმა მოუწოდეს დასავლეთს, არ ჩაერიონ მოსკოვისა და პეკინის საქმეებში.

ბორელის თქმით, საჭიროა ყურადღებით გაანალიზდეს, რა ამოძრავებს ამ ორ სახელმწიფოს.

„მაგალითად, ორივე ქვეყანას სურს გაზარდონ დასავლეთისგან ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხი, მაგრამ ისინი ერთ ლიგაში არ თამაშობენ — ჩინეთს აშკარა უპირატესობა აქვს“, — წერს ბორელი საკუთარ ბლოგზე.

რაც შეეხება ენერგეტიკას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობებში — ჩინეთს აუცილებლად ესაჭიროება ნავთობი და გაზი, რომელსაც ის რუსეთისგან იღებს.

„მოსკოვი ენერგორესურსების ექსპორტის დივერსიფიცირებას ცდილობს ევროკავშირის ფარგლებს მიღმა ჩვენს ურთიერთობებში დაძაბულობის გათვალისწინებით“, — წერს პოლიტიკოსი.

თუმცა, მისი თქმით, ეს მარტივი საქმე არ იქნება, ვინაიდან ინფრასტრუქტურის მოწყობას უზარმაზარი ინვესტიციები სჭირდება. 

რაც შეეხება პეკინს, ბორელის თქმით, ის ასევე მუშაობს შეთანხმებებზე ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ „დერჟავებთან“.

იმავდროულად ჟოზეპ ბორელს მიაჩნია, რომ ჩინეთისა და რუსეთის კავშირის მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით განხილვა არასწორი იქნებოდა, ვინაიდან „მათი დაახლოება უპირველესად დემოკრატიული ფასეულობების უარყოფას ემყარება“.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან, არანაირი ურთიერთობები არ აქვს, ვინაიდან ეს „ინფრასტრუქტურა ბრიუსელის ცალმხრივმა გადაწყვეტილებებმა გაანადგურა“. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, განავითაროს ურთიერთობა ევროკავშირთან თანასწორუფლებიანობისა და ინტერესთა ბალანსის დაცვის საფუძველზე.

მოგვიანებით ბორელმა რუსეთს „საშიში მეზობელი“ უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ საერთო ინტერესის საკითხების გადასაჭრელად გარკვეული არხების შენარჩუნებაა საჭირო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბორელის განცხადება არა მარტო შეურაცხმყოფელად და სინამდვილესთან შეუსაბამოდ შეაფასა, არამედ მას დეზინფორმაციაც უწოდა.

თემები:
რუსეთი დღეს (820)

მთავარი თემები