„ბამბის ომი“: ჩინეთი ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდებს ბოიკოტს უცხადებს

CC BY 2.0 / Paul Kretek / Adidas-ის მაღაზია ჩინეთში
Adidas-ის მაღაზია ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
ჩინეთში მოსახლეობას H&M-ის, Nike-ისა adidas-ის პროდუქციაზე უარის თქმისკენ სულ უფრო აქტიურად მოუწოდებენ.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ჩინეთში ძალას იკრებს კამპანია დასავლური ბრენდების წინააღმდეგ, სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები H&M-ის, Nike-ისა adidas-ის პროდუქციის ბოიკოტირებისკენ, იუწყება ტელეარხი EuroNews.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
„წესებს არღვევს“: ბლინკენმა პეკინი მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა

გავრცელებული ინფორმაციით, მასობრივი ბოიკოტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტანსაცმლის მსხვილმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, აღარ გამოიყენონ სინცზიანური ბამბა, რომელიც ჩინელებს „უიღურების დამთრგუნველი შრომით“ მოჰყავთ.

ჩინეთის ხელისუფლებამ აღნიშნულ ბრალდებას უპასუხა და განაცხადა, რომ სანქციებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან უიღურების ჩაგვრის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„ვფიქრობ, ისეთმა საწარმოებმა, როგორიცაა H&M, თვალები უნდა გაახილონ და სიმართლე სიცრუისგან გაარჩიონ. ისინი სერიოზულად უნდა მიუდგნენ საკითხს. რა მიზეზები და მტკიცებულებები არსებობს სანქციებისთვის? მათ მიაჩნიათ, რომ სინცზიანის საფეიქრო მრეწველობაში იძულებითი შრომა გამოიყენება, მაგრამ სად არის ამის მტკიცებულებები? ეს ფსევდომეცნიერული მედიასაშუალებები ამახინჯებენ ფაქტებს“, — განაცხადა სინცზიან–უიღურის ავტონომიური რაიონის მთავრობის წარმომადგენელმა სიუი ჰიუსიანმა.

ამასთან ჩინეთის ხელისუფლება მედიასაშულებებით ავრცელებს კადრებს სინცზიანის ბამბის მინდვრებიდან და აღნიშნავს, რომ ბამბის წარმოება უკვე დიდი ხანია, რაც მაღალმექანიზებულია და, შესაბამისად, დიდი რაოდენობით მუშახელს არ მოითხოვს.

დასავლეთის ქვეყნებმა მანამდე არაერთხელ დაადანაშაულეს ჩინეთი უიღურების შევიწროებაში. 22 მარტს ევროკავშირმა ჩინეთისთვის სანქციების დაწესება შეათანხმა ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევების გამო. პეკინში აცხადებენ, რომ ამ ზომებს უპასუხოდ არ დატოვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0