ჟოზეპ ბორელი: „რუსეთი სახიფათო მეზობელია, მაგრამ...“

© AFP 2024 / JOHN THYSჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას დაესწრო, რომელზეც რუსეთთან ურთიერთობები განიხილება.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. რუსეთი „სახიფათო მეზობელია“, თუმცა მასთან მნიშვნელოვან თემებზე კონტაქტების შენარჩუნებაა საჭირო, განაცხადა ევროპული დიპლომატიის მეთაურმა ჟოზეპ ბორელმა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
ლავროვმა ურთიერთობების განადგურებაში ევროკავშირი დაადანაშაულა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინას ეწვია, რათა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას დაესწროს, სადაც ალიანსის რუსეთთან ურთიერთობის საკითხები იქნება განხილული.

„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსეთთან კავშირის არხებზე. რუსეთი მეზობელია, სახიფათო მეზობელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავიზიაროთ ზოგი საკითხი, რომელზეც საერთო ინტერესები გვაქვს. ისეთები, როგორებიცაა ირანთან შეთანხმება და კლიმატური ცვლილებები. თუმცა ამავდროულად უნდა შევაკავოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთს“, — განაცხადა ბორელმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში თებერვალში ვიზიტის შემდეგ ჟოზეპ ბორელმა ახალი სანქციების დაწესების წინადადება წამოაყენა, რასაც მოსკოვში „ჩიხური და არასამართლებრივი გზა“ უწოდეს. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობების ჩამოშლაში ბრიუსელი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დიალოგის აღსადგენად, თუ პარტნიორები ამას მოისურვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0