ოთხდღიანი სამუშაო კვირა ევროპაში შესაძლოა რეალობად იქცეს

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშირიალის სასახლე მადრიდში
რიალის სასახლე მადრიდში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
პირველები ექსპერიმენტში მონაწილეობას ესპანური საწარმოები მიიღებენ, და თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, გამოცდილება შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ევროპა უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს, პირველები ასეთ ფორმატზე ესპანელები გადავლენ, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

ინიციატივა ეკუთვნის მემარცხენე ცენტრისტების პარტიას Mas Pais. იდეას მხარი დაუჭირა ესპანეთის მთავრობამ. ჯერჯერობით საუბარია საპილოტო პროექტზე. ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ

თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, 32-საათიან სამუშაო კვირაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებაყოფლობით გადავლენ. დასაქმებულებს ხელფასი არ დააკლდებათ, ხოლო საწარმოებს ფინანსურ ზარალს ქვეყნის ბიუჯეტიდან აუნაზღაურებენ.

პირველ წელს კომპენსაცია საწარმოების მიერ მიუღებელ შემოსავალს მთლიანი მოცულობით დაფარავს, მეორე წელს ბიუჯეტი ნახევარ დანაკარგს აანაზღაურებს, ხოლო მესამე წელს – მესამედს. პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი დაახლოებით 200-მა საწარმომ გამოთქვა.

Mas Pais-ის ინიციატივა ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ სტატისტიკურად ესპანელები სამუშაოზე იმაზე მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე საშუალოდ ევროპაში. ამასთან ხარისხი – შრომის პროდუქტიულობა – ესპანელებს დაბალი აქვთ.

ექსპერტების ვარაუდით, თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, ესპანეთის გამოცდილებას სხვა ევროპული ქვეყნები გაიზიარებენ, მით უმეტეს, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირის შესახებ წინადადებები ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის.

ყველა ახალი ამბავი
0