Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შვედეთმა შესაძლოა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ გამოიყენოს

© photo: Sputnik / Илья Наймушин / გადასვლა მედიაბანკში „სპუტნიკ V“-თი ვაქცინაცია
 „სპუტნიკ V“-თი ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
შვედი კოორდინატორის განცხადებით, რუსული „სპუტნიკ V“ შეიძლება ვაქცინაციის მიმდინარე გეგმის დამატება გახდეს.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. შვედმა კოორდინატორმა ვაქცინაციის საკითხებში რიჩარდ ბერგსტრიომმა განაცხადა, რომ შვედეთმა კორონავირუსის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ შეიძლება უკვე ივნისში მიიღოს, იუწყება РИА Новости  გაზეთ Aftonbladet-ზე დაყრდნობით.

ევროკავშირმა „სპუტნიკ V“-ს რეგისტრაციაზე განაცხადი მიიღო>>

ამავე დროს ბერგსტრიომმა რუსული პრეპარატის მაღალი ეფექტურობა აღნიშნა.

„სრულიად შესაძლებელია, რომ ვინც ბოლოს აიცრება, ეს ვაქცინა მიიღოს“, – განაცხადა მან.

კოორდინატორის თქმით, რუსული ვაქცინა შეიძლება ვაქცინაციის მიმდინარე გეგმის დამატება გახდეს.

„სპუტნიკ V“-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ევროკავშირის ქვეყნებს „სპუტნიკ V“-სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება სურთ

„მისი გამოყენება დამაიმედებელი ჩანს, რადგანაც ეფექტურობა დაახლოებით 93%-ით ფასდება“, – დასძინა მან.

ბერგსტრიომმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები ამ ვაქცინის მიწოდების პირობებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით უცნობია, დადებენ თუ არა ხელშეკრულებას ევროკავშირი ან ცალკეული ქვეყნები.

ევროპის სამედიცინო სააგენტომ რუსული ვაქცინის შემოწმება 4 მარტს დაიწყო. წყარომ, რომელიც პროცესს იცნობს, განაცხადა, რომ ვაქცინის მოწონებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მაისში მიიღონ.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ეს პრეპარატი მსოფლიოში პირველი აღმოჩნდა კორონავირუსის ოფიციალურად დარეგისტრირებულ ვაქცინებს შორის. „სპუტნიკ V” ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი.

ვაქცინაცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
შვეიცარიულმა გამოცემამ „სპუტნიკ V“ საექსპორტო ჰიტად აღიარა

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ვაქცინა ადამიანს იცავს „ბრიტანული“ შტამისგანაც.

პრეპარატი ეროვნული რეგულატორების მიერ მოწონებულ ვაქცინებს შორის მეორე ადგილს იკავებს.

ევროკავშირი რუსულ ვაქცინას შეიძენს? ევროკომისიის წარმომადგენლის პასუხი>>

ამჟამად „სპუტნიკ V“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია მოწონებული, მათ შორის, სომხეთში, ბელარუსში, არგენტინაში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მოლდოვაში, სლოვაკეთში და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0