„გახდით მელანიასავით სექსუალურები“: მოძღვარი ქადაგების გამო მსახურებას ჩამოაშორეს – ვიდეო

© photo: Sputnik / Кевин Даунс / გადასვლა მედიაბანკშიმელანია ტრამპი
მელანია ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
ბაპტისტმა მოძღვარმა მისი მრევლის წევრ ქალბატონებს გარეგნობაზე ზრუნვა ურჩია და სინანულით აღნიშნა, რომ ყველა ქალი ვერ არის მელანია ტრამპის მსგავსი ცოლი.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ამერიკელი ბაპტისტი მოძღვარი მსახურებას ჩამოაშორეს და შვებულებაში გაუშვეს იმის გამო, რომ ერთ-ერთ ქადაგებაში მრევლის ქალ წევრებს გახდომისა და სექსუალურობისკენ მოუწოდა, იუწყება გამოცემა Insider.

​გავრცელებული ინფორმაციით, სიუარტ–ალენ კლერკმა ქალებს მოუწოდა, იზრუნონ გარეგნობაზე, რათა მათი ქმრები „გზიდან არ გადაცდნენ“. ამასთან, პასტორმა ურჩია მრევლს, გახდნენ ისეთები, როგორიც აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მელანია ტრამპია, რომელსაც ის „ყველა დროის ეპიკურ ცოლად“ აფასებს.

„ყველა ქალს არ შეუძლია გახდეს ისეთი ცოლი, როგორიც მელანია ტრამპია. სამწუხაროდ, ყველა ასე ვერ გამოიყურება. რატომ ხდება ასე ხშირად, რომ ქალები, გათხოვების შემდეგ, თავს აღარ უვლიან?“ — დასვა კითხვა პასტორმა ამბიონიდან.    

კლარკის ქადაგების ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა და ძალიან მალე იქცა ვირუსულად. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მოძღვრის ქადაგება ქალთმოძულეობად და შეურაცხმყოფლად აღიქვეს.  

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მისურის პირველი ბაპტისტური კონგრეგაციის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ „პასტორი სტიუარტ–ალენ კლარკი შვებულებაშია გაშვებული“.

როგორც კონგრეგაციაში აღნიშნეს, „კლარკის ქადაგება შეიცავდა სიტყვებს, რომლებიც არ შეესაბამება ბაპტისტების ფასეულობებს. კერძოდ, ბაპტისტებს სწამთ, რომ თითოეული ქალი ღმერთის სახით შეიქმნა და ამიტომაც არიან დასაფასებლები“.

ყველა ახალი ამბავი
0