აშშ-ში სასამართლომ არჩევნების საკითხზე ტრამპის ბოლო სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

© AP Photo / John Raouxდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
მიუხედავად სასამართლოში მარცხის მთელი სერიისა, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და თავს კვლავ გამარჯვებულად აცხადებს

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო, მესამე სარჩელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, იუწყება РИА Новости.

სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ტრამპის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ყოფილი პრეზიდენტი ვისკონსინში კენჭისყრის შედეგებს ასაჩივრებდა. ამ შტატში ტრამპი ჯო ბაიდენთან 20 ათასი ხმის სხვაობით დამარცხდა. უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია.

ადრე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ტეხასისა და სხვა რამდენიმე შტატის სარჩელის განხილვაზე, რომლებიც არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ. უზენაეს სასამართლოში ტრამპის დანიშნული სამი პირი მუშაობს, მაგრამ ინსტანციაში ნათლად მიანიშნეს, რომ არ აპირებენ ხმების დათვლაში ჩარევას და ეს რეგიონული ხელისუფლების საქმეა.

შტურმი კაპიტოლიუმზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
კონგრესის სხდომა გადაიდო: მოსალოდნელია ახალი შეტევა კაპიტოლიუმზე

ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ტრამპმა დაახლოებით 55 საქმე წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო - ამის მიუხედავად, მას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, პოლიტიკოსი კვლავ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და თავის გამარჯვებაზე საუბრობს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. გამარჯვება 306 ხმით დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა. ტრამპმა ამომრჩევლების 232 ხმა მიიღო. ამ უკანასკნელს არაერთხელ დაუდანაშაულებია მეტოქე „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში. პრეზიდენტის ადვოკატის, რუდი ჯულიანის თქმით, კენჭისყრის პროცესში დარღვევები სისტემური ხასიათისა იყო. 

6 იანვარს ვაშინგტონში გამართულ მიტინგზე ტრამპმა მხარდამჭერებს კაპიტოლიუმთან მოუხმო, რათა „სუსტ რესპუბლიკელებს დახმარებოდნენ“ არჩევნების შედეგების გაპროტესტებაში. ხალხის მასა შენობაში შეიჭრა და ჩაშალა კონგრესის გაერთიანებული სესია, სადაც ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის შედეგად დაიღუპა დემონსტრაციის მონაწილე ქალი და პოლიციელი, კიდევ სამი გარდაიცვალა მიზეზით, რომელიც ძალადობას არ უკავშირდებოდა.

ამის შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ამბოხის წაქეზების ბრალდებით ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, მაგრამ სენატმა მას მხარი არ დაუჭირა.

ყველა ახალი ამბავი
0