დედობის უფლებაშეზღუდულმა მომღერალმა შვილებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Alexsey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიბრიტნი სპირსი
ბრიტნი სპირსი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ბრიტნი სპირსს მშობლის უფლებები მას შემდეგ შეუზღუდეს, რაც მეუღლესთან გაყრის ფონზე ნერვიული აშლილობა დაემართა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის თავის ორ თინეიჯერ ვაჟთან ერთადაა გადაღებული.

სურათზე მომღერალი 15 წლის შონ პრესტონთან და 14 წლის ჯეიდენ ჯეიმსთან ერთად დგას მინდორში — მეწამული და მოღრუბლული ცის ფონზე. ამასთან ბიჭების სახეების გარჩევა ფოტოზე შეუძლებელია, ვინაიდან მათ დამცავი პირბადეები უკეთიათ.

„შეიძლება გაგიჟდე, ისე სწრაფად გადის დრო. ჩემი ბიჭები უკვე დიდები არიან! ვიცი, ვიცი, ნებისმიერი დედისთვის, მით უმეტეს, ბიჭების დედებისთვის ძალიან მძიმეა იმის დანახვა, რა სწრაფად იზრდებიან ისინი. მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ორივე ბიჭუნა ასეთი ჯენტლმენები და ასეთი კეთილები არიან. ეტყობა, რაღაც სწორად გავაკეთე“, — დაწერა ბრიტნი სპირსმა.

მომღერლის თქმით, აქამდე შვილების ფოტოს იმის გამო არ აქვეყნებდა, რომ „ისინი ისეთ ასაკში არიან, როდესაც თავიანთი ინდივიდუალობის გამოხატვა სურთ“, თუმცა ახლა ნება დართეს, რომ გარედაქტირებული სურათი აეტვირთა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს განქორწინების პროცესის ფონზე ბრიტნი სპირსს ნერვიული აშლილობა დაემართა, რის შემდეგაც ის ქმედუუნაროდ მიიჩნიეს. მას შემდეგ მას შეზღუდული აქვს მშობლის უფლებები და საკუთარი მამის მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0