22:47 19 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (333)
102 0 0

ქალაქი განსაკუთრებით ინტენსიურად 1942 წლის მაისში იბომბებოდა, რა დროსაც ნაცისტებმა იქ 7 ათასზე მეტი ბომბი ჩამოყარეს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ბრიტანეთის ქალაქ ექსეტერიდან დაახლოებით 5 ათასი ადამიანი გაიყვანეს მას შემდეგ, რაც ადგილობრივი უნივერსიტეტის სიახლოვეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ერთტონიანი აუფეთქებელი ბომბი აღმოაჩინეს, იუწყება გამოცემა Daily Mail.

ბომბი, რომელიც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდო მიწაში, სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბომბის გატანა შეუძლებელი იყო, გამნაღმველებმა მისი ადგილზე აფეთქება გადაწყვიტეს. თუმცა მანამდე მოსახლეობა გაიყვანეს და ადგილზე სპეციალური საფარები ააგეს მიწისა და ქვიშისგან.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტროლირებადი აფეთქება 27 თებერვალს მოხდა. ის იმდენად მძლავრი იყო, რომ ხმა 8 კმ-ის დაშორებით ისმოდა, აფეთქების ადგილზე კი უზარმაზარი ღრმული გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ექსეტერის მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აძლევენ სახლებში დაბრუნების უფლებას. სამხედროები ახლა მთელ ქალაქს ამოწმებენ, რათა სხვა აუფეთქებელი ბომბები აღმოაჩინონ, თუ ისინი კიდევ არის სადმე.

საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქ ექსეტერს — დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სამრეწველო ცენტრს ინტენსიურად უტევდა გერმანული ავიაცია. განსაკუთრებით 1942 წლის მაისში, როდესაც ნაცისტებმა ქალაქში 7 ათასზე მეტი ბომბი ჩამოყარეს. გამორიცხული არ არის, მათი ნაწილი კვლავაც აუფეთქებლად იდოს მიწაში.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (333)

მთავარი თემები