ავიაიერიში სირიაში: შეერთებულმა შტატებმა პროირანელ ამბოხებულებს შეუტია

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიგანადგურებული შენობა იდლიბში
განადგურებული შენობა იდლიბში - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
როგორც პენტაგონში აცხადებენ, ეს არის პასუხი იმ შეტევაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ სირიის ინფრასტრუქტურაზე შეტევა მიიტანეს, იუწყება Politico წყაროზე დაყრდნობით.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ბაიდენი: აშშ-ის ინტერესების დასაცავად სამხედრო ძალას უყოყმანოდ გამოვიყენებ

პენტაგონმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დააზუსტა, რომ განადგურებულია ის შენობები, რომლებსაც ამბოხებული პროირანული ძალები იყენებდნენ.

„პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს, საღამოს ავიადარტყმები განახორციელა აღმოსავლეთ სირიის ინფრასტრუქტურაზე, რომლებითაც ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები სარგებლობდნენ. იერიშზე ნებართვა იმ შეტევების პასუხად გაიცა, რომლებიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკელ და კოალიციის ჯარისკაცებზე ერაყში“, — ნათქვამია პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებაში.

გარდა ამისა პენტაგონში აცხადებენ, რომ მიღებული ზომები „პროპორციული პასუხია, რომელიც დიპლომატიურ ზომებთან ერთად ტარდება“.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ავიაიერიში სირიის აღმოსავლეთსა და ერაყში ვითარების დეესკალაციისკენ იყო მიმართული.

ყველა ახალი ამბავი
0