მაღალი პრიორიტეტის პროექტი: აშშ ელექტრონული დოლარის შემოღებაზე მუშაობს

© Pixabay / pasja1000ამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ფართო კონსულტაციებს გამართავს საზოგადოებასთან, რათა დაადგინოს, რამენად მიზანშეწონილია ელექტრონული დოლარის შემოღება

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემა  ყურადღებით სწავლობს ელექტრონული დოლარის შექმნის საკითხს, განაცხადა Federal Reserve–ს ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა.

აშშ-ისა და კანადის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
ერთად ჩინეთის წინააღმდეგ: აშშ-ის და კანადის ლიდერები კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ

მისი თქმით, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყნის საბანკო სისტემას ზიანი არ მიადგეს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვსწავლობთ საკითხს, შემოვიღოთ თუ არა ელექტრონული დოლარი. ამ საკითხს მსოფლიოს ცენტრალური ბანკები სწავლობენ... არსებობს სერიოზული ტექნიკური და მარეგულირებელი საკითხებოი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს“, — განაცხადა პაუელმა სენატის საბანკო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, Federal Reserve აპირებს, ფართო კონსულტაციები გამართოს საზოგადოებასთან ელექტრონული დოლარის შემოღების მიზანშეწონილობაზე.

  • „ვიტყოდი, რომ ჩვენ მსოფლიო სარეზერვო ვალუტა ვართ და ამიტომ სწორად მოქმედებაზე პასუხისმგებლობა გვაკისრია. არ არის საჭირო, ვიყოთ პირველები, საჭიროა, რომ ეს სწორად გავაკეთოთ“, — აღნიშნა პაუელმა.

ამასთან Federal Reserve–ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მუშაობის პროცესში თავი უნდა აარიდონ რაღაც ისეთი სიახლის შექმნას, რაც მადესტაბილიზებელ როლს ითამაშებს ან საბანკო სისტემიდან ფულს გაიტანს.

აღსანიშნავია, რომ ჯერომ პაუელმა პროექტი „მაღალპრიორიტეტულად“ შეაფასა და თქვა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მასში დიდ დროსა და შრომას აბანდებს.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0