გორგოლაჭებიანი სპეცრაზმი: პოლიციელებს „როლიკებით“ დევნას ასწავლიან – ვიდეო

CC0 / Pexels / მამაკაცი იცვამს გორგოლაჭებს
მამაკაცი იცვამს გორგოლაჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
სამართალდამცველებს უჭირთ დამნაშავეების დევნა ქალაქის ვიწრო ქუჩებში, ამიტომ მათ გორგოლაჭებით სირბილს, კიბეებზე ხტომასა და სროლას ასწავლიან.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. პაკისტანელი სამართალდამცველები დამნაშავის დევნის უჩვეულო მეთოდს ითვისებენ, კერძოდ, გორგოლაჭებით სირბილს, იუწყება მასმედია.

აღინიშნება, რომ ორი ათეული პოლიციელისგან შემდგარი სპეციალური რაზმი უკვე გადის წვრთნებს ქალაქ ყარაჩიში დამნაშავეებთან ბრძოლისთვის.

სამართალდამცველების თქმით, ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამნაშავეები გამვლელებს ჩანთებსა და ტელეფონებს სტაცებენ, მერე კი ყარაჩის ვიწრო ქუჩებში იმალებიან. სწორედ ამიტომ გორგოლაჭები საუკეთესო საშუალებაა მათ სწრაფად სადევნად და დასაკავებლად.  

სპეციალურ რაზმს ასევე ასწავლიან კიბეებზე ხტომასა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას გორგოლაჭებით დევნისას.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი „როლიკებიანი“ პატრული ყარაჩიში მომდევნო თვეში გამოჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0