10:30 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (163)
89 0 0

ავტომობილი იმდენად ძლიერ იყო დაზიანებული, რომ სპორტსმენის სალონიდან ამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გოლფისტი ტაიგერ ვუდსი საავტომობილო ავარიაში დაშავდა ქალაქ რანჩო პალოს ვერდესში, იუწყება BNONews.

​გავრცელებული ინფორმაციით, სერია „მეიჯორის“ 15-გზის გამარჯვებული სპორტსმენის ავტომობილი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. მანქანა ისე ძლიერ დაზიანდა, რომ ვუდსი სალონიდან სპეცტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს.

სპორტსმენის წარმომადგენლის თქმით, მას უამრავი ტრავმა აქვს ფეხებზე და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა. მისტერ ვუდსი მეხანძრე–მაშველებმა და პარამედიკოსებმა სალონიდან ჰიდრავლიკური საავარიო–სამაშველო ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს, შემდეგ კი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, — ნათქვამია ლოს-ანჯელესის შერიფის განცხადებაში.

ამ დროისათვის უცნობია, რა მდგომარეობაშია სპორტსმენი, ან რა გახდა ავარიის მიზეზი. მხოლოდ ის დააკონკრეტეს, რომ ტაიგერ ვუდსი მანქანაში მარტო იყო.

ამასთან პოლიციამ მაშინვე გამორიცხა ალკოჰოლის გამო ავარია, თუმცა სხვა ნივთიერებებზე ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა.  

აღსანიშნავია, რომ ტაიგერ ვუდსი 2017 წელს ერთხელ უკვე იყო დადანაშაულებული ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაში. თუმცა, როგორც მოგვიანებით პოლიციის ანგარიშიდან გახდა ცნობილი, ვუდსის სისხლში ოთხი პრეპარატის კვალი აღმოჩნდა, მათ შორის, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატისა და დამამშვიდებელი საშუალებისა, რომლებიც ძილიანობას იწვევს.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (163)

მთავარი თემები