ერთად ჩინეთის წინააღმდეგ: აშშ-ის და კანადის ლიდერები კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ

© AFP 2024 / SEBASTIEN ST-JEANაშშ-ისა და კანადის დროშები
აშშ-ისა და კანადის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-თან ურთიერთობების უპრეცედენტოდ გამწვავებაში შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაცია დაადანაშაულა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. აშშ და კანადა კოორდინირებულად იმოქმედებენ ჩინეთის წინააღმდეგ, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ბაიდენი: აშშ-ის ინტერესების დასაცავად სამხედრო ძალას უყოყმანოდ გამოვიყენებ

ბაიდენის თქმით, მან ტრიუდოსთან მსოფლიო გამოწვევებზე ერთობლივი მიდგომები განიხილა.

„ეს მოიცავს ჩვენი მიდგომების კოორდინირებას, რათა უკეთ გავუწიოთ კონკურენცია ჩინეთს და უკეთ დავიცვათ ჩვენი ფასეულობები“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერი ასევე შეთანხმდა ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის მოდერნიზაციის თაობაზე და არქტიკის საკითხებზე გაფართოებული ამერიკულ–კანადური დიალოგის დაწყებაზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯო ბაიდენმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა უცხოელმა პარტნიორებმა „ჩინეთი იძულებით უნდა გახადონ ანგარიშვალდებული მისი ეკონომიკური პრაქტიკისთვის“.

თავის მხრივ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთოებების გაუარესებაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0