18:47 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (184)
44 0 0

ნადეჟდა სავჩენკოს თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალქეებს ომი გამოუცხადა და ამისთვის „მცირე ჭრილობების“ ტაქტიკას იყენებს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. უკრაინას ახალი მაიდანი და განხეთქილება ემუქრება, განაცხადა ქვეყნის უმაღლესი რადის ყოფილმა დეპუტატმა ნადია სავჩენკომ ტელეარხ Наш-ის ეთერში.

„სამწუხაროდ, წინ კიდევ არაერთი „მაიდანი“ და არაერთი განხეთქილება გველის“, — თქვა ექს-დეპუტატმა.

მისი განცხადებით, ახალ კრიზისს ის არაერთი პრობლემა გამოიწვევს, რომლებიც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი.

როგორც სავჩენკომ აღნიშნა, 2014 წლის მოვლენებისას ვერც ხალხმა გაიმარჯვა და ვერც პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური სისტემა კი არ შეცვლილა.

  • „ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა. უკრაინა გახლეჩილია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით“, — მიაჩნია პოლიტიკოსს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი სამხედრო მფრინავი, უკრაინის გმირი ნადეჟდა სავჩენკო 2018 წლის 22 მარტს უმაღლესი რადის შენობაში დააპატიმრა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან ის 2019 წლის 16 აპრილს გათავისუფლდა, მის წინააღმდეგ საქმე კი შეწყდა.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (184)

მთავარი თემები