19:57 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (629)
106 0 0

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა უნიკალური კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რა სახის კონტენტის ნახვას უნდა მოერიდოს ადამიანი, თუ წონის ნორმალიზება სურს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საკვების მომზადების პროცესისთვის თვალის დევნება შესაძლოა წონაში მატების მიზეზი გახდეს, აცხადებენ სურეის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია გამოცემაში Science Direct.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა უნიკალური კვლევა ჩაატარეს პროფესორ ჯეინ ოგდენის ხელმძღვანელობით, რათა დაედგინათ, რამდენად აქტიურ ზეგავლენას ახდენს მადის აღძვრაზე იმის ყურება, თუ როგორ ამზადებენ სხვები კერძებს (მაგალითად, კულინარიულ შოუებში).

ამისათვის მათ ოთხმოცი მოხალისე შეარჩიეს, რომლებიც ოთხ ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფი კერძის მომზადების პროცესში თავად იღებდა მონაწილეობას, მეორე ჯგუფი ეკრანებიდან ადევნებდა თვალს პროცესს, მესამე ჯგუფის წევრებს კი შეგნებულად გადაჰქონდათ ყურადღება საჭმლიდან სხვა რამეზე. მეოთხე ჯგუფი საკონტროლო იყო.

„როდესაც მონაწილეებს ჭამა შევთავაზეთ, აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც პირადად მონაწილეობდა კერძების მომზადებაში, 11%-ით მეტს ჭამდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც მანამდე საჭმლიდან ყურადღება შეგნებულად გადაჰქონდა. ხოლო იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც ეკრანებიდან ადევნებდნენ თვალს კერძების მომზადებას, 14%-ით მეტს მიირთმევდნენ“, — ასკვნიან ბრიტანელი მეცნიერები.

კვლევის ავტორებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ვარაუდი, რომ მადა შეიძლება საჭმლის გამოსახულებამაც კი გააძლიეროს. ამიტომ მათ, ვისაც კვების რეჟიმის ნორმალიზება სურს, თავი უნდა აარიდონ მსგავსი ფოტო- და ვიდეომასალის შემცველი კონტენტის ნახვას.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (629)

მთავარი თემები