22:18 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (193)
61 0 0

ამ დროისათვის დაავადება ებოლას ცხელებისგან განკურნებულთა შესახებ ინფორმაციას არც ერთი სახელმწიფო არ ავრცელებს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. აფრიკის ორ ქვეყანაში — გვინეასა და კონგოში ებოლას აფეთქება დაფიქსირდა, წერს სააგენტო Хinhua.

გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (Africa CDC) ებოლას 14 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ამ დროისათვის ცხრა პაციენტი უკვე გარდაცვლილია.

Africa CDC-ს ცნობით, გვინეასა და კონგოში ებოლათი გამოწვეული სიკვდილიანობის დონე ამ დროისათვის 64,3%-ს აღწევს.

აფრიკული ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისათვის მათ დაავადებისგან განკურნებულების შესახებ ინფორმაცია არც ერთი სახელმწიფოსგან არ აქვთ მიღებული. Africa CDC გვინეაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალისტებს გზავნის დაავადებასთან ბრძოლის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის აფეთქებას 2013–2015 წლებში 11 310 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 28 616 კაცს აღწევდა.

ებოლა — ვირუსული ჰემორაგიული ცხელებაა ადამიანებში და სხვა ძუძუმწოვრებში. ინფიცირებულთა უმრავლესობა იღუპება. ვირუსის მატარებლები არიან ხელფრთიანები, განსაკუთრებით, ხილიჭამია ხელფრთიანები. ადამიანიდან ადამიანზე და ცხოველებიდან ადამიანზე ებოლა სხეულის სითხის მეშვეობით გადადის.

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო (83-90%-ზე მეტი) ებოლა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ აგენტთა ნუსხაშია.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (193)

მთავარი თემები