10:50 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (195)
72 0 0

სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეოები, რომლებზეც ადამიანები თოვლის გადნობას ფენითა თუ სანთებელით ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სოციალური ქსელების მომხმარებლები ავრცელებენ „შეთქმულების თეორიის“ შემცველ ვიდეოებს, რომლებიც თითქოს ადასტურებს, რომ ტეხასში მოსული თოვლი და ანომალიური სიცივეები ხელოვნურადაა გამოწვეული, იუწყება გამოცემა Business Insider.

ვიდეოების ავტორების თქმით, ხელოვნური დიდთოვლობის უკან აშშ-ის ხელისუფლება დგას.

 

​განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეოები, რომლებზეც ადამიანები თოვლის გადნობას ფენით, სანთებელითა თუ ასანთით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ამასთან გამოცემა განმარტავს, რომ თოვლი, როგორც წესი, ცეცხლის ახლოს მიტანის დროს არ დნება — ის მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირად გარდაიქმნება ისე, რომ არ გადის სითხედ ქცევის სტადიას.

მიუხედავად ამისა, TikTok-ის მომხმარებლები „ხელოვნური თოვლის“ მოსვლასა და უპრეცედენტო ყინვებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მილიარდერ ბილ გეიტსს ადანაშაულებენ.

დიდთოვლობამ და უჩვეულო ყინვებმა აშშ-ის ბევრი რეგიონი მოიცვა. ყინვებს, დაუზუსტებელი მონაცემებით, 58 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად ტეხასის შტატი დაზარალდა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით დაზარალებულ შტატებში საკვები, სასმელი წყალი, გენერატორები და თბილი პლედები გაიგზავნა, ხოლო რამდენიმე შტატში (მათ შორის ტეხასში) საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (195)

მთავარი თემები