20:49 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

გასული წლის ზაფხულიდან ბრიტანეთმა ქვეყანაში ჩამსვლელთათვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის მოთხოვნა დააწესა

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ბრიტანეთის მთავრობა 12 აპრილს განიხილავს ტურისტული მგზავრობის აღდგენის საკითხს, თუმცა საერთაშორისო მგზავრობა, სულ მცირე, 17 მაისამდე არ განახლდება, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

კორონავირუსის პანდემიის დროს ბრიტანეთს არ ჩაუკეტავს საზღვრები, თუმცა გასული წლის ზაფხულიდან ქვეყანაში ჩამსვლელთათვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი შემოიღო. ამჟამად კარანტინის ვადა 10 დღემდეა შემცირებული, მაგრამ ქვეყანაში მოხვედრა მხოლოდ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ კი ათდღიანი თვითიზოლაციის გარდა, კიდევ ორი ტესტის ჩაბარებაა სავალდებულო. ბრიტანელებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება საპატიო მიზეზის გარეშე რეკომენდებული არ არის.

„საერთაშორისო ტურიზმის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს არაუადრეს 17 მაისისა“, - აღნიშნა ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ტურისტული მოგზაურობის განახლების საკითხს მთავრობა 12 აპრილს განიხილავს, მაშინვე შემუშავდება რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ აღვადგინოთ საერთაშორისო ტურიზმი კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების რისკების რეგულირების გათვალისწინებით“, - დასძინა პრემიერმა.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩამსვლელთათვის უკვე მოქმედი მოთხოვნები შენარჩუნდება.

„ჩვენ ჩამომსვლელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოთხოვნები გვაქვს, მათ შორის, 10-დღიანი კარანტინი სასტუმროებში „შავ სიაში“ შესული ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის“, - განაცხადა ჯონსონმა.

მთავარი თემები