09:48 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (188)
74 0 0

აღმოჩნდა, რომ ქალებს უკვე ჰქონდათ გაკეთებული ვაქცინის პირველი დოზა და ახლა მეორე დოზის მიღებას ცდილობდნენ აკრძალული ხერხებით

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ორი ახალგაზრდა ქალი მოხუცებად შეინიღბნენ, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიეღოთ, მაგრამ მედიკოსებმა ისინი გაშიფრეს, იუწყება ტელეარხი WKMG-TV.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ფლორიდაში მოხდა. ირკვევა, რომ 34 და 44 წლის ქალები ვაქცინაციის პუნქტში თავზე „ჩეფჩიკებით“, ხელთათმანებითა და სათვალეებით გამოცხადდნენ და 65 წლის ასაკოვან ქალბატონებად დარეგისტრირდნენ. ამასთან მათ თან ჰქონდათ დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული ჰქონდათ და ახლა მეორე აცრა უწევდათ.

როგორც შტატის ჯანდაცვის სამმართველოს წარმომადგენელი რაულ პინო ამბობს, ქალების ვაქცინაციის ბარათები მოქმედი იყო, მაგრამ მედიკოსებმა პირადობის მოწმობებში გარკვეული შეუსაბამოებები აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა ქალებს გაფრთხილება მისცეს და გაუშვეს, ხოლო ვაქცინაციის ცენტრში დაცვა გააძლიერეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოახერხეს ქალებმა ვაქცინის პირველი დოზის მიღება და იყვნენ თუ არა მაშინაც მოხუცებად გადაცმულები. ამის დასადგენად ამ დროისათვის გამოძიება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ფლორიდაში COVID-19–ზე ვაქცინაცია ამ ეტაპზე მხოლოდ 65 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, ასევე მოხუცებულთა ტავშესაფრების ბინადრების, მათი თანამშრომლებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაა ხელმისაწვდომი. მოსახლეობის დანარჩენი ჯგუფების აცრა მოგვიანებით იგეგემება.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (188)

მთავარი თემები