10:17 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (163)
36 0 0

ბუნდესვერის ელიტური ქვედანაყოფის სამხედრო სწავლებები აშშ-ში იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამის შესახებ ვაშინგტონში გერმანიის საელჩოშიც კი არ იცოდნენ

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ბუნდესვერის ელიტური ქვედანაყოფის ორი სამხედრო მოსამსახურის ზედმეტად გასაიდუმლოებულმა ქმედებებმა, რომლებიც არიზონაში (აშშ) იმყოფებოდნენ სწავლებაზე, კინაღამ დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, წერს გამოცემა Der Spiegel–ი.

როგორც ირკვევა, მანევრებში მონაწილე ორი ჯარისკაცი ადგილობრივ ჰოსპიტალს ეწვია იმის დასადგენად, შეძლებდნენ თუ არა ექიმები დახმარება აღმოეჩინათ გერმანელი სამხედროებისთვის კორონავირუსით ინფიცირების ან რაიმე ინციდენტის შემთხვევაში. გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი რამ ბუნდესვერის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სწავლებები სხვა ქვეყანაში ტარდება. 

სამედიცინო პერსონალი მათი ვინაობით დაინტერესდა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩვენება მოსთხოვა, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა გერმანელმა სამხედროებმა ამის ნაცვლად მათ მხოლოდ ნატოს ბრძანება აჩვენეს. მათი ქმედება ჰოსპიტლის პერსონალს იმდენად საეჭვოდ მოეჩვენა, რომ ბუნდესვერის ელიტური ქვედანაყოფის ჯარისკაცები  ტერორისტებად მიიჩნიეს, რომლებიც საავადმყოფოზე თავდასხმას გეგმავდნენ და დაუყოვნებლივ აცნობეს საეჭვო ვიზიტორების შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროს.

ამის შემდეგ ბიურო ვაშინგტონში გერმანიის საელჩოს დაუკავშირდა, მაგრამ დიპლომატიურ მისიაში, გამომდინარე იქიდან, რომ მანევრები ძალიან გასაიდუმლოებული იყო, არაფერი იცოდნენ არიზონაში გერმანული სპეცრაზმის სწავლების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვითარებაში გარკვევა მხოლოდ ბერლინთან მრავალრიცხოვანი სატელეფონო საუბრების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (163)

მთავარი თემები