14:53 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (163)
27 0 0

მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან ირანში ძალაში შედის ახალი კანონი, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე წვდომას უზღუდავს

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) შეძლებს განაგრძოს ირანის ატომური ობიექტების შემოწმებები, ოღონდ შეზღუდულ ფორმატში, დაწერა IAEA–ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ Twitter-ზე თეირანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

„ინტენსიურმა კონსულტაციებმა კარგი შედეგი მოგვცა. მიღწეულია დროებითი ტექნიკური თანხმობა. IAEA განაგრძობს აუცილებელ ვერიფიკაციასა და მონიტორინგს ირანში“, — წერს გროსი.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სააგენტო ასეთ მონიტორინგს მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში განაგრძობს.

IAEA–ს გენდირექტორი ირანში მას შემდეგ ჩავიდა, რაც თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ 23 თებერვლიდან ორგანიზაციას ინსპექტირების საშუალებას უზღუდავდა იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ირანის პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

როგორც მანამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საიდ ჰათიბზადე აცხადებდა, თეირანი აპირებდა მკაცრად შეეზღუდა ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დაშვება, თუ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ კონფლიქტში აშშ-თან თებერვლის ბოლომდე გარღვევა არ მოხდებოდა.

ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (163)

მთავარი თემები