ვან ი: ჩინეთი მზადაა აშშ-თან დიალოგის აღსადგენად

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშივან ი
ვან ი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ამ ეტაპზე კვლავ დაძაბულია – მხარეებს ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური და სხვა სახის პრეტენზიები აქვთ.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. პეკინი მზადაა აღადგინოს დიალოგი აშშ-თან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტობრივად გაწყვიტა, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად გაწყვიტა დიალოგი ორ ქვეყანას შორის ყველა დონეზე, რაც გახდა კიდეც ამერიკა–ჩინეთის ურთიერთობების გაუარესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი... ჩინეთის კარი ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ღიად ვისაუბროთ აშშ-თან და დიალოგი ვაწარმოოთ პრობლემების აღმოსაფხვრელად“, — განაცხადა ვან იმ.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს სხვადასხვა სოციალური სისტემები, ისტორია და კულტურა აქვთ, ამიტომ ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებლობა ბუნებრივია, მაგრამ მთავარი მათთვის — ურთიერთგაგების დიალოგის გზით განმტკიცებაა.

სი ცზინპინი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
სი ცზინპინი: აშშ-ჩინეთის შეჯახება კატასტროფაა მსოფლიოსთვის

ვან ის თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის განსხვავებებით გამოწვეული უთანხმოება არ უნდა განსაზღვრავდეს ურთიერთობას მათ შორის.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. მხარეებს ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური პრეტენზიები აქვთ. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაცია ჩინეთს იმაშიც ადანაშაულებს, რომ მან დროულად არ აცნობა მსოფლიოს ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების თაობაზე. ჩინეთი კი უკმაყოფილოა ვაშინგტონის ჩარევით მის საშინაო საქმეებში, კერძოდ, პეკინისა და ჰონკონგის ურთიერთობებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0