ვინც აცრაზე უარს იტყვის, სამსახურს დაკარგავს: ვატიკანი სასჯელს აწესებს

CC0 / Pixabay / ვატიკანი
ვატიკანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ვატიკანში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროგრამა იანვარში დაიწყო და რომის პაპი ფრანცისკე ერთ-ერთი პირველი აიცრა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ვატიკანის თანამშრომლები სამსახურს დაკარგავენ, თუ საპატიო მიზეზის გარეშე იტყვიან უარს კორონავირუსზე ვაქცინაციაზე, იუწყება სააგენტო Reuters.

კარდინალ ჯუზეპე ბერტელოს განკარგულებაში ნათქვამია, რომ ვაქცინაცია არის პასუხისმგებლიანი არჩევანი“, რათა სხვა ადამიანებს ზიანი არ მიადგეს.  

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გაეროს გენმდივანი: სასწრაფოდ უნდა შეიქმნას COVID-19-ზე ვაქცინაციის გლობალური გეგმა

შვიდგვერდიან დოკუმენტში განმარტებულია, რომ ის პირები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ კორონავირუსზე აცრას, შესაძლოა სხვა თანამდებობაზე გადაიყვანონ, სადაც ნაკლები რაოდენობის ადამიანებთან ექნებათ კონტაქტი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება დაქვეითების ტოლფასი იქნება, მათ ხელფასის რაოდენობა შეუნარჩუნდებათ.

რაც შეეხება არასაპატიო მიზეზით უარის მთქმელებს, მათზე გავრცელდება 2011 წლის კანონის ის ნორმა, რომელიც თანამშრომლების უფლება–მოვალეობებს შეეხება. ერთ-ერთი მუხლის თანახმად, იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც „პრევენციულ ზომებზე“ უარს იტყვიან, სხვადასხვა სახის სასჯელი შეიძლება დაწესდეს, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც.

სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფო ვატიკანში, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული, ვაქცინაციის პროგრამა იანვარში დაიწყო. რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც 84 წლისაა, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კორონავირუსზე აიცრა.

ყველა ახალი ამბავი
0