18:31 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (188)
50 0 0

წყაროს ცნობით, მოხსენებას დამატებითი სანქციების შესახებ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დღეს წარმოადგენს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება ახალ სანქციებს უწესებს გაზსადენის რუსულ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, იუწყება სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ინფორმაციით, ახალი სანქციები რუსეთთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს დაუწესდება. რაც შეეხება გაზსადენთან დაკავშირებულ გერმანულ საწარმოებს, შეერთებული შტატები აპირებს თავი შეიკავოს სანქციების სიაში მათი შეყვანისგან.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს ისე შეაჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა, რომ ამას გერმანიასთან კონფრონტაცია არ მოჰყვეს.

როგორც წყარომ განუცხადა „ბლუმბერგს“, ტრამპის ადმინისტრაცია პროექტის გერმანელი მონაწილეებისთვისაც გეგმავდა სანქციების დაწესებას, მაგრამ არ დასცალდა.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. პროექტს აქტიურად ეწინააღმდეგებიან აშშ, უკრაინა და ასევე ევროპის მთელი რიგი ქვეყნები. შეერთებულმა შტატებმა გაზსადენის წინააღმდეგ სანქციები დააწესა 2019 წელს, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია Allseas იძულებული გახდა, შეეჩერებინა მილების გაყვანის პროცესი. რუსეთმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ პროექტი კომერციულია და ის ხელსაყრელია ევროპისთვის. ბერლინი მხარს უჭერს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას და ეწინააღმდეგება აშშ-ის ცალმხრივ ექსტერიტორიულ სანქციებს.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (188)

მთავარი თემები