იცდება ადამიანებზე: სიბერის შესაჩერებელი პრეპარატი უკვე არსებობს

© Pixabay / AdinaVoicuმოხუცი მამაკაცი
მოხუცი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
იაპონელმა მეცნიერებმა მიაგნეს მექანიზმს, რომელიც „უჯრედების დაბერების“ პროცესს შეაჩერებს და საამისოდ უკვე შეარჩიეს კიდეც ეფექტური პრეპარატი

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სიბერის შემაჩერებელი და ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი პრეპარატის გამოყენება შეიძლება უკვე 5–10 წელსი დაიწყოს, განაცხადა РИА Новости–სთან ინტერვიუში ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა მაკოტო ნაკანისიმ.

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2020
დადგინდა, რა უნდა შეერიოს პლაზმას ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად – სენსაციური კვლევა

მისი თქმით, იაპონელმა მეცნიერებმა მიაგნეს მექანიზმს, რომელიც „უჯრედების დაბერების“ პროცესს შეაჩერებს და საამისოდ უკვე შეარჩიეს კიდეც ეფექტური პრეპარატი.

ნაკანასის განმარტებით, საუბარია ორგანიზმიდან იმ უჯრედების მოშორებაზე, რომლებსაც გაყოფის უნარი უკვე დაკარგული აქვს, გროვდება ორგანიზმში და იწვევს ანთებით პროცესებსა და სიბერეს.

„ანუ, თუ ამ უჯრედებს მოვაშორებთ, მათ მიერ პროვოცირებული ანთებითი პროცესების შეჩერებას შევძლებთ. შესაბამისად, მივაღწევთ დაბერების სიმპტომების მნიშვნელოვან შენელებას“, — აცხადებს პროფესორი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უჯრედებს, რომლებიც ბერდება, ფერმენტი GLS1 ეხმარება გადარჩენაში. ფერმენტის დამამუხრუჭებელი ინჰიბიტორის მეშვეობით კი მათი განადგურება იქნება შესაძლებელი. ამგვარ ინჰიბიტორად უკვე არსებული პრეპარატის გამოყენება გადაწყდა, რომელიც ამ დროისათვის კლინიკურ (ადამიანებზე) გამოცდებს გადის როგორც კიბოს ზოგი სახეობის სამკურნალო საშუალება — კიბოს უჯრედების ზრდაც სწორედ GLS1–ზეა დამოკიდებული.

  • „თუ პრეპარატს გვერდითი მოვლენები არ გამოუვლინდება, მაშინ მისი გამოყენება ასაკობრივი ცვლილებების წინააღმდეგაც იქნება შესაძლებელი. ეს დიდ იმედებს გვისახავს. ჩვენი სურვილია, რომ უკვე 5–10 წელიწადში დავიწყოთ მისი მიცემა ჩვეულებრივი მოხუცებისთვის“, — აღნიშნა იაპონელმა პროფესორმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე თაგვებზე ჩატარებული გამოცდები წარმატებით დასრულდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვებს მხოლოდ შინაგანი ორგანოები კი არა, მთელი ორგანიზმი გაუახალგაზრდავდა.

ყველა ახალი ამბავი
0