თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. დუბაის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქთუმს უკვე ორი წელია, რაც საკუთარი ქალიშვილი ჰყავს დატყვევებული ქვეყნიდან გაქცევის მცდელობის გამო, იუწყება BBC.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად პრინცესა ლატიფა ბინტ მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქთუმმა გაავრცელა ფარულად ჩაწერილი ვიდეოთი, რომელიც „ბი-ბი-სის“ მიაწოდა.
"The situation is getting more desperate every day"
— BBC News (World) (@BBCWorld) February 16, 2021
Secret messages, sent by Dubai’s Princess Latifa Al Maktoum, reveal details of how she has been held in captivity, after a failed attempt to leave Dubai in 2018https://t.co/3TyMLqAgwF pic.twitter.com/kDoCkeZrro
ვიდეოში 35 წლის პრინცესა ამბობს, რომ ციხედ გადაკეთებულ ვილაში ცხოვრობს და 30 პოლიციელი იცავს. ირკვევა, რომ ქალს ფანჯრის გაღების უფლებაც კი არ აქვს, გამუდმებით მარტოა და სამედიცინო დახმარებაზეც კი არ მიუწვდება ხელი.
არსებული ცნობით, პრემიერის ქალიშვილი ბოლოს 2018 წელს გამოჩნდა ინდოეთის სანაპიროსთან იახტაზე. ამის შემდეგ ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სპეცსამსახურებმა ერთობლივი რეიდი ჩაატარეს და პრინცესა დუბაიში დაბრუნეს.
Princess Latifa's father, Sheikh Mohammed bin Rashid Al Maktoum, is one of the richest heads of state in the world, the ruler of Dubai and vice-president of the United Arab Emirates (UAE)#MissingPrincess https://t.co/LVZPpivUiI
— BBC News (World) (@BBCWorld) February 16, 2021
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცესა ლატიფა ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა, და ეს გაქცევის მეორე მცდელობა იყო — ქვეყნის დატოვებას პირველად ის ჯერ კიდევ მოზარდობისას, 2002 წელს შეეცადა.
გამოცემის ინფორმაციით, 2018 წელს ლატიფა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ირლანდიის ყოფილმა პრეზიდენტმა მერი რობინსონმა მოინახულა. მაშინ მან დაასკვნა, რომ პრინცესას არაფერი ემუქრებოდა. თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ ქალის ნათესავებმა ის დაარწმუნეს, თითქოს პრემიერის ქალიშვილს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა და საკუთარ თავს უქმნიდა საფრთხეს.
გარდა ამისა CNN წერს, რომ დუბაის მმართველმა მანამდე კიდევ ერთი ქალიშვილი დააბრუნა ძალით ქვეყანაში. ირკვევა, რომ შეიხა შამსა, რომელიც სხვა ცოლისგან ჰყავს პრემიერ-მინისტრს, ლონდონში იყო გაქცეული, თუმცა ის იქიდან გაიტაცეს და ძალით დააბრუნეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.