13:20 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (163)
78 0 0

ბებიამ ცნობილ ბანკში მომუშავე შვილიშვილებს მიანდო საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების მართვა, თუმცა საბოლოოდ სასამართლოში უჩივლა მათ

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ღრმად ასაკოვანმა ქალმა სასამართლოში უჩივლა საკუთარ შვილიშვილებს მრავალმილიონიანი ფულადი სახსრების გაფლანგვის გამო და საქმე მოიგო, იუწყება სააგენტო Bloomberg–ი.

როგორც ფინანსურმა არბიტრაჟმა დაადგინა, ევან და ავი შოტენსტაინები — რომლებიც ბებიის ქონებას მართავდნენ, და ასევე ბანკი J. P. Morgan–ი — სადაც მუშაობდნენ კიდეც ძმები კონსულტანტებად, ვალდებულები არიან, 19 მილიონი დოლარი გადაუხადონ ფლორიდაში მცხოვრებ 93 წლის ბევერლი შოტენსტაინს.

​ამასთან აღინიშნება, რომ მოსარჩელის იურისტები თავიდან 69 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.  

ირკვევა, რომ ბევერლი შოტენსტაინმა 15 წლის წინ დაავალა შვილიშვილებს, ეზრუნათ მის ქონებაზე. ევანი და ავი, რომლებიც ახლა 39 და 33 წლის არიან, ბებიის კაპიტალიდან დაახლოებით 80 მილიონ დოლარს მართავდნენ.

როგორც ბევერლის იურისტები აცხადებენ, შვილიშვილები ბებიის სახელით, ოღონდ მისი ნებართვის გარეშე, მაღალი საკომისიოების მიღების მიზნით, ახორციელებდნენ სარისკო ოპერაციებს ისეთი მიმართულებით, რომლებიც საერთოდ არ შეეფერებოდა ასაკოვან ქალბატონს.

ირკვევა, რომ სანამ სასამართლოს მიმართავდა, ბევერლი შოტენსტაინი ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა დღიურს, რომელშიც შვილიშვილების მიერ განხორციელებულ ყველა საეჭვო ფინანსურ ოპერაციას აფიქსირებდა.

ბანკი J. P. Morgan–ი, სადაც ძმები მუშაობდნენ, შეეცადა საქმისგან თავი აერიდებინა და განაცხადა, რომ არაფერი აქვს საერთო „ოჯახურ საპნის ოპერასთან“. ამასთან ძმები სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა სასამართლო ხარჯები დაუფარა.

​ცნობილი ხდება, რომ მილიონერი ქალბატონის ნათესავების აზრი ორად გაიყო მომხდართან დაკავშირებით. ბევერლის ვაჟმა — ევანისა და ავის მამამ იმასაც კი მიაღწია, რომ დედას განცხადება დააწერინა, თითქოს მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა შვილიშვილების მიმართ, და რომ ის „უმიზეზოდ გაცხარდა“. თუმცა სხვა შ ვილიშვილებმა ბებიის მხარე დაიჭირეს და შეეცადნენ დაერწმუნებინათ სასამართლო, რომ ბევერლიმ აღნიშნულ განცხადებას ფიზიკური ზეწოლის შედეგად მოაწერა ხელი.

თავად ბევერლი შოტენსტაინმა სააგენტოს განუცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნდა აღედგინა სამართლიანობა, ანუ შეეწყვიტა შვილიშვილების მხრიდან მისი ქონებით ბოროტად სარგებლობა და პასუხისგებაში მიეცა ბანკი, რომელიც ევანსა და ავის მისი ფულის განკარგვის საშუალებას აძლევდა.

„ბიჭებმა ჩემი გამოყენებით ძალიან ბევრი ფული გააკეთეს. მათ არ ჰქონდათ ესოდენ შორს წასვლის უფლება. J. P. Morgan–ი ვა ლდებული იყო, შეეჩერებინა ისინი, მაგრამ ბანკიც კარგ ფულს შოულობდა ამით“, — განაცხადა ბევერლი შოტენსტაინმა.

მისი თქმით, საქმე 25 დოლარს კი არა, მრავალმილიონიან ქონებას ეხება და „ამის გაკეთება საჭირო იყო“.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (163)

მთავარი თემები