19:29 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1316)
55 0 0

კორონავირუსის ახალი ვარიანტში არსებული მუტაციები ართულებს მის გამოვლენას ყველა იმ PCR-ტესტით, რომლებიც ჯანმოს მიერაა რეკომენდებული

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ფინეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც Fin-796H ეწოდა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა YLE ლაბორატორია Vita Laboratoriot Oy–ს პრესრელიზზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჰელსინკის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტმა და Vita Laboratoriot Oy–მ კორონავირუსის მანამდე უცნობი ვარიანტი სამხრეთ ფინეთიდან მიღებულ ნიმუშში აღმოაჩინეს.

ირკვევა, რომ ამ ვარიანტში არსებული მუტაციები ართულებს მის გამოვლენას ჯანმოს მიერ რეკომენდებული ნებისმიერი PCR–ტესტით.

„ამ აღმოჩენამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს დაავადების გავრცელებაზე. კორონავირუსის ახალ ვარიანტს, რომელსაც პირობითად Fin-796H ეწოდა, აქვს როგორც ბრიტანული, ისე სამხრეთ აფრიკული ვარიანტების შტრიხები“, — ნათქვამია ლაბორატორიის განცხადებაში.

მეცნიერების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მუტაცია გასულ კვირაშია აღმოჩენილი და მის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, გადამდებობისა და გავრცელების პოტენციალზე, ასევე ვაქცინებისადმი მედეგობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1316)

მთავარი თემები