09:42 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (188)
113 0 0

ამ დროისათვის ეგვიპტე მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზეა არაბულ სახელმწიფოთა შორის, მესამეზე — აფრიკის ქვეყნებს შორის და მე–14 ადგილზე მსოფლიოში

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ას–სისის მიაჩნია, რომ ქვეყანაში შობადობის დონე აუცილებლად უნდა შემცირდეს, ვინაიდან მოსახლეობის რაოდენობამ უკვე 100 მლნ კაცს გადააჭარბა და ეს სერიოზულ პრობლემებს  ქმნის.

მისი თქმით, შობადობის ამჟამინდელი დონე — წელიწადში ორ მილიონამდე ბავშვი — არ აძლევს ქვეყნის მოქალაქეებს იმის საშუალებას, რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება იგრძნონ.

ეგვიპტის ხელისუფლებას მოსახლეობის ჭარბი მატება ეკონომიკური განვითარების ერთ–ერთ მთავარ მუხრუჭად მიაჩნია.  

ას–სისის აზრით, თითოეულმა ეგვიპტურმა ოჯახმა უნდა გააცნობიეროს მოსახლეობის ესოდენ სწრაფი ზრდის საფრთხე.

„ორ ბავშვზე მეტი თითო ოჯახზე — ეს ძალიან დიდ პრობლემად ყალიბდება“, — განაცხადა პრეზიდენტმა პროვინცია ისმაილში სამედიცინო ობიექტების საზეიმო გახსნისას.

ეგვიპტის ლიდერის თქმით, ქვეყნისთვის ოპტიმალური ყოველწლიური ნამატი — ეს 400 ათასი კაცია წელიწადში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება არ აპირებს ჭარბი მოსახლეობის პრობლემის მკაცრი კანონების შემოღებით მოგვარებას.

  • „ჩვენ ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პრობლემას გადაჭრის“, — განაცხადა აბდელ ფათაჰ ას–სისიმ.

ამ დროისათვის ეგვიპტის მოსახლეობა 101 მლნ კაცია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა პირველ ადგილზეა არაბულ სახელმწიფოთა შორის, მესამეზე — აფრიკაში და მე–14 ადგილზე მსოფლიოში. ამასთან, მოსხლეობის 2017 წლის აღწერის თანახმად, ეგვიპტე ერთ–ერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ სახელმწიფოა — ყოველი მესამე ეგვიპტელის ასაკი 15–დან 34 წლამდე მერყეობს.  

სპეციალისტების პროგნოზით, ეგვიპტის მოსახლეობის რაოდენობა 2052 წლისთვის 193 მლნ–ს მიაღწევს, ხოლო შობადობის წარმატებული კონტროლის შემთხვევაში —  დაახლოებით 143 მილიონს არ ასცდება.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (188)

მთავარი თემები