10:49 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (188)
730 0 0

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი ძალისა და სიმტკიცის პოზიციიდანაა აუცილებელი

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. რუსეთი საფრთხეს უქმნის ნატოს ყველა წევრ ქვეყანას, განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე, რომლის გამოსვლის სტენოგრამასაც აშშ–ის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ საიტზე აქვეყნებს.

„რუსეთი, იყენებს რა საკუთარი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას, ხილული საფრთხეა ნატოს ყველა მოკავშირისათვის, აშშ–ის ჩათვლით“, — აცხადებენ პენტაგონში.

ამასთან აღინიშნება, რომ აშშ–ს განზრახული აქვს საკუთარი ინტერესები გაატაროს და აიძულოს მოსკოვი, „პასუხი აგოს უგუნურ და აგრესიულ ქმედებებზე“.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის სწრაფვას, ძირი გამოუთხაროს მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას თავისი ავტორიტარული მიდგომით. ჩვენ ვხედავთ ამას და მის თანამშრომლობას ჩინეთთან“, — ხაზი გაუსვეს აშშ–ის თავდაცვის უწყებაში.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი მზადაა რუსეთთან როგორც კონფრონტაციის, ისე თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, მოსკოვთან ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია, ვინაიდან არსებობს გამალებული შეიარაღების განახლების საფრთხე. თუმცა სტოლტენბერგს მაინც მიაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოება ძალისა და სიმტკიცის პოზიციიდანაა საჭირო.

ამაზე პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმმადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სწორედ ნატო ერევა ღიად ქვეყნის საშინაო საქმეებში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური შეკავების მიზნით, იყენებს რა ამისთვის სასანქციო მექანიზმებსა და პოლიტიკურ პროვოკაციებს.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (188)

მთავარი თემები