19:25 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (184)
42 0 0

დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა ფრაქციის ლიდერის, სენატორ მიტჩ მაკკონელის გამო დაკარგა

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი სენატში მიტჩ მაკკონელი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ტრამპს „პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა აკისრია“ ყველაფერზე, რაც სახელმწიფოს მეთაურის რანგში მოიმოქმედა, კერძოდ, 6 იანვრის არეულობაზე კაპიტოლიუმში.

„რესპუბლიკური პარტია ვერასდროს იქნება პატივსაცემი და ძლიერი სათავეში ისეთი პოლიტიკური „ლიდერების“ შემთხვევაში, როგორიც სენატორი მიტჩ მაკკონელია“, — ნათქვამია ექს–პრეზიდენტის წერილობით განცხადებაში.

ტრამპის თქმით, მაკკონელის არ გააჩნია პოლიტიკური ინტუიცია, სიბრძნე, უნარები და პიროვნული თვისებები, რაც გახდა კიდეც იმის მიზეზი, რომ რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა ვეღარ მოიპოვეს.

ამასთან ყოფილმა პრეზიდენტმა გაიხსენა, როგორ „ევედრებოდა“ მაკკონელი, მხარი დაეჭირა მისი კანდიდატურისთვის 2020 წლის არჩევნებისას კენტუკიში, და აღნიშნა, რომ ნანობს, მაშინ გაწეულ დახმარებას.

„რა სწრაფად ავიწყდება [მაკკონელის] ყველაფერი! <...> ის ანადგურებს რესპუბლიკურ ფრთას სენატში და ამით სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას“, — განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, ექს–პრეზიდენტმა ოპონენტი იმაშიც დაადანაშაულა, რომ ის არაფერს აკეთებს „ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო საფრთხეების“ წინააღმდეგ, ვინაიდან დიდი ანაბრები აქვს ჩინურ აქტივებში.

  • „მიტჩი პირქუში, დაღვრემილი, გაუღიმარი პოლიტიკოსია და თუ რესპუბლიკელი სენატორები მის გვერდით დარჩებიან, ვეღარასდროს გაიმარჯვებენ“, — დაასკვნა აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა. 

ამასთან აღსანიშნავია, რომ მიტჩ მაკკონელი არ შედიოდა იმ შვიდი რესპუბლიკელი სენატორის რიცხვში, რომლებმაც გასულ კვირას მხარი დაუჭირეს ტრამპის იმპიჩმენტს სენატში. დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურა ჩავარდა. 100 სენატორიდან იმპიჩმენტს მხოლოდ 57-მა (მათ შორის შვიდმა რესპუბლიკელმა) დაუჭირა მხარი ნაცვლად აუცილებელი 67-ისა. გამომდინარე აქედან, აშშ-ის ყოფილ ლიდერს შეუნარჩუნდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტისთვის ორჯერ სცადეს იმპიჩმენტის გამოცხადება უკვე მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება შეუწყდა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (184)

მთავარი თემები