14:39 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (163)
56 0 0

ჩეხი კარდინალის დომინიკ დუკას ქადაგების ნაწილმა, სადაც ის კორონავირუსის წარმოშობას შეეხო, სკანდალი გამოიწვია.

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. პრაღის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა დომინიკ დუკამ ქადაგებისას კორონავირუსს „ჩინეთის ბიოლოგიური იარაღი“ უწოდა, იუწყება ტელეარხი CNN Prima News.

„ახლა, ამ ვითარებაში, ეს ყველაზე საშინელი ჩინური ვირუსია, ბიოლოგიური იარაღის გაჟონვა. ამაში მსოფლიოში ყველა სამხედრო სპეციალისტია დარწმუნებული, მაგრამ ან ეშინიათ ამის თქმა, ან ვერ ბედავენ“, — განაცხადა კარდინალმა პრაღის წმინდა ვიტას ტაძარში ქადაგებისას.

არქიეპისკოპოსის სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოავლინა ზოგმა ჩეხმა წამყვანმა სამედიცინო ექსპერტმა. კერძოდ, ცნობილმა იმუნოლოგმა ვაცლავ გორეიშიმ განაცხადა:

„ის, რაც მოვისმინე, უბრალოდ სკანდალურია. ბატონი კარდინალი ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ხდება. მეც კათოლიკე ვარ... და ჩემთვის უხერხულია, რომ ჩვენს ეკლესიას ასეთი ადამიანი მეთაურობს“.

მეცნიერის თქმით, ადამიანები, რომლებიც ვირუსს ხელოვნურად შექმნილს უწოდებენ, ამას მხოლოდ პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოსაზრებებით ამბობენ.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (163)

მთავარი თემები