უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი ცაზე: თვითმხილველებს ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ – ვიდეო

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიღამის ცა
ღამის ცა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
მეცნიერების ვარაუდით, ეს, შესაძლოა, ასტეროიდების სარტყლის მეტეორი ყოფილიყო, რომელიც გარკვეულ მომენტში ცეცხლოვან ბურთად გარდაიქმნება და ფეთქდება.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ავსტრალიის ქალაქ მელბურნის მცხოვრებლებმა ღამის ცაში ნამდვილი ცეცხლოვანი ბურთი შენიშნეს, რომელიც აფეთქებულ მეტეორს ჩამოჰგავდა, იუწყება გამოცემა 7 News.

გამოცემის ინფორმაციით, ნათება ძალიან კაშკაშა იყო, თუმცა აფეთქებისთვის დამახასიათებელი მაღალი ხმა არ ახლდა.

„დიდი ალბათობით, თვითმხილველები ძალიან შორს იყვნენ. ადამიანის თვალს მეტეორის დანახვა 500 კილომეტრის დაშორებით შეუძლია“, — ვარაუდობენ ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლოვანი ბურთი ავსტრალიის სხვა რეგიონებიდანაც დაინახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უზარმაზარმა ბოლიდმა დედამიწამდე ვერ მოაღწია — ის ადგილობრივი დროით 22:40 საათზე აფეთქდა ცაშივე და უამრავ ნამსხვრევად გაიფანტა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ციური სხეულის ნამსხვრევები უკეანეში ჩაცვივდა. 

კოსმოსური მეცნიერებისა და ტექნიკის ცენტრმა იშვიათი მოვლენის თვითმხილველებს მოუწოდა, ინფორმაცია International Meteor Organization-ს მიაწოდონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0