17:19 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (188)
56 0 0

გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის სენატში ექს-პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა ჩავარდა, დონალდ ტრამპს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, კვლავ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და განაახლოს ურთიერთობა ჟურნალისტებთან, იუწყება სააგენტო Associated Press.

„ტრამპის დაუოკებელი მეგობრები და მოკავშირეები ელოდებიან, რომ ის კვლავ განაახლებს მედიასაშუალებებისთვის მეგობრული ინტერვიუების მიცემას რამდენიმეკვირიანი დუმილის შემდეგ“, — წერს სააგენტო.

AP-ს ცნობით, ექს-პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის იმ წევრების მიმართ „შურისძიებაზეა ჩაციკლული“, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის იმპიჩმენტს და ასევე ეწინააღმდეგებოდნენ მის ძალისხმევებს არჩევნების შედეგების გასაბათილებლად. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი გეგმავს დაეხმაროს რესპუბლიკელებს, რათა უმრავლესობით მოვიდნენ წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც 2022 წლის შუალედური არჩევნების შედეგად.

„ვვარაუდობ, რომ უახლოეს დღეებში მისგან კიდევ მეტს შეიტყობთ“, — ციტირებს სააგენტო ტრამპის უფროსი თანაშემწის ჯეისონ მილერის სიტყვებს.

მანამდე აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურა ჩავარდა. 100 სენატორიდან მის  იმპიჩმენტს მხოლოდ 57-მა (მათ შორის შვიდმა რესპუბლიკელმა) დაუჭირა მხარი ნაცვლად აუცილებელი 67-ისა. გამომდინარე აქედან, აშშ-ის ყოფილ ლიდერს შეუნარჩუნდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტისთვის ორჯერ სცადეს იმპიჩმენტის გამოცხადება უკვე მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება შეუწყდა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (188)

მთავარი თემები