21:09 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (187)
58 0 0

მანამდე მიწისძვრა მოხდა 13 თებერვალს და მისმა სიმძლავრემ 7,3 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც მეორე დღეს 5,2 მაგნიტუდის აფტერშოკი მოჰყვა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. იაპონიაში დღეს კიდევ ერთი, 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფუკუშიმას პრეფექტურაში, იუწყება РИА Новости ქვეყნის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, რყევები ადგილობრივი დროით 21:26 საათზე (თბილისის დროით 16:26) დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა წყნარ ოკეანეში 50 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

შედარებით მცირე ბიძგები იგრძნობოდა ტოკიოშიც, სადაც მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 4 ბალი შეადგინა.  

ეს იაპონიაში ბოლო სამ დღეში მომხდარი მესამე მიწისძვრაა. პირველი 13 თებერვალს მოხდა და მისმა სიმძლავრემ 7,3 მაგნიტუდა შეადგინა, მეორედ კი მიწა 14 თებერვალს იძრა და მისმა სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდას მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის გამო 155-მდე ადამიანია დაშავებული. მათგან ნახევარზე მეტი ფუკუშიმას პრეფექტურის მცხოვრებია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პრეფექტურის ტერიტორიაზე არსებულ ატომურ ელექტროსადგურებზე არასაშტატო ვითარება ამჯერად არ დაფიქსირებულა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (187)

მთავარი თემები