პირობა ცნობილია: ირანი ბირთვული ობიექტების საერთაშორისო ინსპექტირებაზე უარით იმუქრება

© AFP 2024 / ATTA KENAREირანელი სამხედროები
ირანელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
თეირანი ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას თვის ბოლომდე მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ატომურ ობიექტებზე ინსპექტორების დაშვებაზე უარით იმუქრება.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ირანი მკაცრად შეზღუდავს ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების დაშვებას, თუ თეირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებულ კონფლიქტში აშშ-თან თვის ბოლომდე გარღვევა არ მოხდება, იუწყება „დოიჩე ველე“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის საიდ ჰათიბზადეს განცხადებაზე დაყრდნობით.

„თუ ბირთვული გარიგება თებერვლის ბოლომდე არ ამოქმედდება, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ, პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, ვალდებული ვიქნებით, შევაჩეროთ IAEA-ს დამატებითი პროტოკოლის მოქმედება“, — განაცხადა ჰათიბზადემ.

პროტოკოლი IAEA-ს ინსპექტორებს შეუზღუდავ წვდომას აძლევს ირანის ბირთვულ ობიექტებზე — მოულოდნელი ინსპექტირების ჩათვლითაც კი. თუ დოკუმენტი ძალას დაკარგავს, ატომური შეთანხმებისგან ფაქტობრივად აღარაფერი დარჩება.

ირანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ირანში განმარტეს, რა შემთხვევაში შექმნიან ბირთვულ იარაღს

დამატებითი პროტოკოლი არის ირანის ბირთვული პროგრამის ნაწილი. თავის მხრივ, ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის.

კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

„შავი ლაქები“: ირანის პრეზიდენტი აშშ-ს პირობას უყენებს>>

2020 წლის ბოლოს ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებდა. ამასთან კანონი მოიაზრებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებდა ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

ყველა ახალი ამბავი
0