19:33 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (184)
103 0 0

იაპონიაში შაბათს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურების აუზებიდან კი რადიოაქტიური წყალი გადმოიღვარა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. იაპონიაში შაბათს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად 153 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 12 მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე საგამ პარლამენტში გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, რომლის აღმოსაფხვრელადაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა (თავდაპირველად სიმძლავრე 7,1 მაგნიტუდას შეადგენდა, თუმცა მერე რყევები კიდევ უფრო გაძლიერდა) იაპონიაში 13 თებერვალს მოხდა და ერთ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, ფუკუშიმის პრეფექტურის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარეობდა. ძლიერი რყევები იგრძნობოდა ათამდე სხვა პრეფექტურაში. ხელისუფლებამ მაშინვე გამოაცხადა ცუნამის საშიშროება, თუმცა მოგვიანებით გააუქმა საფრთხე.

აღსანიშნავია, რომ კვირას, 14 თებერვალს ფუკუშიმის რაიონში (სადაც მდებარეობს 2011 წლის ცხრაბალიანი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა“) განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 5,2 მაგნიტუდას შეადგენდა.

​გავრცელებული ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის „ფუკუშიმა-1“-ის და „ფუკუშიმა-2“-ის აუზებიდან, რომლებშიც გადამუშავებული ბირთვული საწვავი ინახება, რადიოაქტიური წყლის ნაწილი გადმოიღვარა. იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, გადმოღვრილი წყლის მოცულობა მცირე იყო და მომხდარმა გავლენა ვერ მოახდინა ბირთვული საწვავის გაცივებაზე.

ამასთან ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ბოლო ორ დღეში მომხდარი მიწისძვრების შედეგად ატომური ობიექტები არ დაზიანებულა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (184)

მთავარი თემები