06:42 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1317)
87 0 0

ჯანმოს მისიის დასკვნით, იმ შტამებიდან, რომლებიც უჰანში ინფექციის დასაწყისში ცირკულირებდა, ზოგი საერთოდ არ არის კავშირში ცხოველების ბაზრებთან.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. უჰანში კორონავირუსის პირველი აფეთქებისას ათასამდე ადამიანი ვირუსის 13 შტამით იყო ინფიცირებული, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა ჩინეთში პიტერ ბენ ემბარეკმა CNN-თან ინტერვიუში.

ექსპერტის თქმით, ჩინელმა ვირუსოლოგებმა ჯანმოს მონაცემები ინფიცირების მხოლოდ 174 შემთხვევის შესახებ წარუდგინეს, რომლებიც უჰანში 2019 წლის დეკემბერში იყო დაფიქსირებული. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ამ შემთხვევაში დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობდა, მისიამ ივარაუდა, რომ რეალურად ვირუსის აფეთქება ბევრად დიდი იყო და დაახლოებით ათას ადამიანს მოიცავდა.

„2019 წლის დეკემბერში უჰანში ვირუსი ფართოდ ცირკულირებდა, რაც ჩვენთვის აღმოჩენაა“, — განაცხადა ემბარეკმა.

მისი თქმით, ექსპერტთა მისიის დასკვნა ადასტურებს მოსაზრებას, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ამას მანამდე ვარაუდობდნენ მეცნიერები.

  • გარდა ამისა ემბერკი აცხადებს, რომ ჯანმოს სპეციალისტებმა გამოწვლილვით შეისწავლეს ჩინური მხარის მიერ მიწოდებული COVID-19-ის შემთხვევები და დაადგინეს, რომ 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით უჰანში კორონავირუსის 13 მუტაცია ცირკულირებდა. ამასთან „ზოგმა მათგანმა ადგილობრივი ბაზრებიდან დაიწყო გავრცელება, ზოგი კი არანაირ კავშირში არ არის ბაზრებთან“.

ჯანმოს ექსპერტთა მისია უჰანში 14 იანვარს ჩავიდა ახალი ტიპის კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად. უჰანის ბაზრის – „ჰუანანის“ გარდა, სადაც დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი აფეთქება, ექსპერტებმა მოინახულეს ქალაქის ინფექციური საავადმყოფოები და ასევე უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. სწორედ მის ტერიტორიაზეა ვირუსების შემსწავლელი ლაბორატორია, საიდანაც, ზოგი ვარაუდის თანახმად, გამოაღწია კიდეც ახალმა კორონავირუსმა. 

9 თებერვალს ჯანმოს მისიამ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სერიოზულ გარღვევას ვერ მიაღწიეს, თუმცა ჩინელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობისას კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე ძირითადი ჰიპოთეზები მაინც განსაზღვრეს. ყველაზე სარწმუნო ვერსიის თანახმად, ვირუსი ველური ცხოველებისგან გავრცელდა შუალედური რგოლის გავლით.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1317)

მთავარი თემები