12:05 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (627)
90 0 0

ახალგაზრდა ქალის შეყვარებულს გამუდმებული პრობლემები აქვს იმის გამო, რომ მის სატრფოში ხან 5 წლის გოგონა „სახლდება“ და ხან - შუა ხნის გაბოროტებული ქალი

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქალს, რომელიც იდენტურობის დისოციაციური აშლილობით არის დაავადებული, 25 ალტერ–ეგო ჰყავს, იუწყება Daily Mail–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ქალაქ პლიმუტში მცხოვრებ 23 წლის ბო ჰუპერის ალტერ–ეგოებს შორისაა 5 წლის ლეილა, 13 წლის ბიჭუნა ტოსტი, პრანჭია მოზარდი გოგონა ტრეისი,  შუა ხნის ბრაზიანი ქალბატონი ტექსასი და კიდევ ბევრი სხვა. თითოეულმა მათგანმა მეორე ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაანაცვლოს და ამასთან წინა პლანზე იმდენ ხანს დარჩეს, რამდენ ხანსაც მოეპრიანება.

​როგორც გამოცემა წერს, ბოს ბოიფრენდ კეისის გამუდმებით უწევს ლოდინი, რომ ჰუპერის სხეულში მისი „რეალური“  შეყვარებული დაბრუნდეს. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა კაცი ხშირად აწყდება პრობლემებს ბოს ალტერ–ეგოებთან ურთიერთობაში. მაგალითად, ბიჭუნა ტოსტი კეისის მეგობრად მიიჩნევს და უბრალოდ ეძმაკაცება მას (რაც, რაღა თქმა უნდა, ხელს არ აძლევს შეყვარებულ ახალგაზრდას), პრანჭია ტრეისი სიგარეტს ეწევა — და ეს მაშინ, როცა „ნამდვილი“ ბო ჰარპერი არც კი იხედება სიგარეტისკენ, ხოლო ლეილა მთლად ბავშვია.

ირკვევა, რომ ბო ჰარპერმა საკუთარ თავს უცნაურობა 14 წლისამ შენიშნა, როდესაც ბრაზიანმა შუა ხნის ქალმა ტექსასმა ჩანაცვლა იგი და გოგონას მეგობრებს ათასი სისაძაგლე უთხრა. ბოს ხშირი „უსაქციელობით“ აღშფოთებულმა მეგობრებმა, ანუ როდესაც მის სხეულს კვლავ ტექსასი დაეუფლა, ერთგვარი დაკითხვა მოუწყვეს გოგონას და ქალმა აღიარა, რომ „წესით ამ სხეულში არ უნდა ყოფილიყო“.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოს არასდროს ახსოვს, რა ჩაიდინა, როდესაც მის სხეულსა და გონებას რომელიმე ალტერ–ეგო ეუფლება.

ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ, განუწყვეტელი გარდასახვების გამო გოგონას სამსახურის შოვნა უჭირს.


თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (627)

მთავარი თემები