მამაკაცს მოღალატეობა სახეზე აწერია: მეცნიერები ასახელებენ ნიშნებს

CC BY 2.0 / Flickr / Ashley Webb / You're a ghostასეთი კაცისთვის თქვენ არასდროს იქნებით ერთადერთი
ასეთი კაცისთვის თქვენ არასდროს იქნებით ერთადერთი  - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოღალატე მამაკაცის ამოცნობა ფოტოსურათითაც კია შესაძლებელი, მოღალატე ქალისა კი – არა!

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ადამიანის პიროვნული თვისებების დადგენა ფოტოპორტრეტით არის შესაძლებელი, აცხადებენ მეცნიერები, რომლებმაც აღნიშნულ თემაზე კვლევა ჩაატარეს.

როცა ურთიერთობაში მესამე დგება... - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2017
ავსტრალიელი ექსპერტები: მამაკაცი გღალატობთ, თუ... - მოღალატე ქმრის ამომცნობი ნიშნები

სწავლულების თქმით, ერთი მხრივ, სახის ნაკვთებიცა და ხასიათიც ადამიანს წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგება, მეორე მხრივ კი სახის ჩონჩხის ფორმირებაზე მუცლადყოფნის პროცესში ჰორმონები, მაგალითად, ტესტოსტერონი ახდენს გავლენას.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 1500 ადამიანი მონაწილეობდა, და დაასკვნეს, რომ მამაკაცებს ღალატისკენ მიდრეკილება „სახეზე აწერიათ“.

მკვლევარებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს დაავალეს, დაეთვალიერებინათ 189 ქალისა და მამაკაცის ფოტო და ევარაუდათ, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო პარტნიორის მიმართ მოღალატე. მანამდე ფოტოზე გამოსახულმა ყველა პირმა მეცნიერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პირადი ცხოვრების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ სახის მიხედვით მოღალატე მამაკაცების ამოცნობა უფრო იოლია, ვიდრე მოღალატე ქალისა. ექსპერიმენტის მონაწილე ქალების 26%-მა და მამაკაცების 34%-მა უშეცდომოდ გამოავლინა სხვისი ცოლებითა თუ საცოლეებით დაინტერესებული მამაკაცები.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2018
მიღწევა ფსიქოლოგიაში: ღალატისა და განქორწინების წინასწარმეტყველება უკვე შესაძლებელია

რაც შეეხება მოღალატე ქალებს, მათი ამოცნობა მამაკაცების მხოლოდ 4%-მა და ქალების 3,3%-მა მოახერხა.

სახის ნაკვთებით რომ მოღალატის ამოცნობა შესაძლებელია, ეს კანადელმა მკვლევარებმაც დაადასტურეს. მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ კვადრატული ან ფართო სახის მქონე ადამიანები, როგორც წესი, უფრო ძლიერ სექსუალურ ლტოლვას განიცდიან, ვიდრე მათი ოვალურსახიანი თანატოლები. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ფართოსახიანი მამაკაცები უფრო ხშირად ატყუებენ პარტნიორებს. ქალებში მსგავსი კორელაცია არ გამოვლენილა.

ფრაზები, რომლებიც მამაკაცის ღალატს გასცემს, ანუ როდის უნდა დადარაჯდეს ქალი>>

მეცნიერების თქმით, ამ კანონზომიერებას მეცნიერული ახსნა აქვს. საქმე ისაა, რომ ზრდასრული მამაკაცის სახის სიგანისა და სიმაღლის თანაფარდობა ტესტოსტერონის დონეზეა დამოკიდებული. მამაკაცებს, რომლებსაც ეს ჰორმონი ჭარბად აქვთ, უფრო ფართო სახე და მსხვილი ყვრიმალები ახასიათებთ. ამასთან, როგორც წესი, აქვთ ძლიერი ნებისყოფა და ზოგჯერ აგრესიული ხასიათიც კი. გარდა ამისა, ისინი სექსუალურადაც უფრო აქტიურები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0