Bloomberg-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას სამეცნიერო გარღვევა უწოდა

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშირუსული ვაქცინა
რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
სააგენტო აღნიშნავს, რომ ავტორიტეტულ გამოცემა The Lancet-ში გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნები რუსული პრეპარატის მიწოდებისთვის „რიგში ჩადგნენ“

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკV" პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო ფავორიტი გახდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დასავლეთში მის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, წერს სააგენტო Bloomberg.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნები პრეპარატის მიწოდების „რიგში ჩადგნენ“ მას მერე, რაც პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგები, რომლებმაც „სპუტნიკV“-ს მაღალი ეფექტურობა დაადასტურეს.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
Lancet-მა „სპუტნიკ V-ს“ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნა

პანდემიაზე გამარჯვებისთვის გლობალურ ბრძოლაში „ვაქცინების რბოლამ“ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა: მთავრობები ცდილობენ დაძლიონ უზარმაზარი სოციალურ-ეკონომიკური ზარალი შემზღუდველი ზომების შემდეგ, აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები. ეს სიტუაცია უპირატესობას ანიჭებს რუსეთს - როგორც ერთ-ერთს იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომელთა მეცნიერებმა მაღალი ხარისხის ვაქცინის შექმნა შეძლეს, აღნიშნავენ ისინი.

„რუსეთმა თავისი, შესაძლოა საბჭოთა დროიდან უმსხვილესი სამეცნიერო გარღვევა მოახდინა“, - წერს Bloomberg-ი.

ამ კვირაში The Lancet-ში გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს მოხალისეებზე ცდების მესამე სტადიის შედეგებს ასახავს.

„სპუტნიკV“-ს კლინიკური ცდების მესამე ფაზაში პრეპარატმა ეფექტურობის, იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალი დონე გამოავლინა - ვაქცინის ეფექტურობამ 91,6% შეადგინა. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0