„მაკარენა“ პოლიციაში: სამართალდამცველებმა კომენდანტის საათისას წვეულება გამართეს – ვიდეო

© photo: Sputnik / Dominique Boutin / გადასვლა მედიაბანკშიფრანგი პოლიციელები
ფრანგი პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოკადრებზე, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, ჩანს, როგორ ცეკვავენ სამართალდამცველები „მაკარენას“.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საფრანგეთში გამოძიება დაიწყო იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც პარიზის გარეუბანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში წვეულება მოაწყვეს კომენდანტის საათის დროს, წერს ფრანგული მასმედია.

​გავრცელებული ინფორმაციით, წვეულება ობერვილის კომისარიატში 22 იანვარს გაიმართა, რომელსაც 50-მდე სამართალდამცველი ესწრებოდა პირბადეების გარეშე. უფრო მეტიც, მათ „მაკარენაც“ იცეკვეს, რა დროსაც სოციალური დისტანცია დაარღვიეს.

ვიდეო წვეულებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა პორტალმა Loopsider-მა.

„ფურშეტი ობერვილის საპოლიციო უბანში კომენდანტის საათის დროს მოეწყო... წვეულების მონაწილეთა მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული გამოძიება, მიღებული იქნება ადმინისტრაციული ზომები“, — ნათქვამია პოლიციის Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საფრანგეთში 15 დეკემბრიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. 16 იანვრიდან კი მისი მოქმედება კიდევ უფრო გაფართოვდა ვირუსის ახალი შტამების გამოვლენის გამო. ახალი შეზღუდვის თანახმად, მოქალაქეებს გარეთ გასვლა 18:00 საათიდან ეკრძალებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0