ყველა კაფსულებში: Flaming Lips-მა უნიკალური მასშტაბური კონცერტი გამართა – ვიდეო

© AP Photo / Jason DeCrowროკ-ბენდის The Flaming Lips კონცერტი ნიუ-იორკში
როკ-ბენდის The Flaming Lips კონცერტი ნიუ-იორკში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Flaming Lips პანდემიური აკრძალვების პერიოდში მასობრივი ცოცხალი კონცერტი ისე ჩაატარა, რომ არც ერთი კოვიდ-აკრძალვა არ დაურღვევია.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Flaming Lips ოკლაჰომაში მასობრივი კონცერტის ჩატარება შეძლო, თანაც ისე, რომ მკაცრი საკარანტინო ზომები არ დაურღვევია, იუწყება სააგენტო Reuters.

როკ–ჯგუფის ერთ-ერთმა ფანმა კონცერტზე მომხდარი კამერაზე აღბეჭდა და სოციალური ქსელებით გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსებიცა და მაყურებლებიც სათითაოდ იყვნენ მოთავსებული ზემტკიცე პოლიმერის სფეროებში.

კაფსულები აღჭურვილი იყო დინამიკებით, ვენტილაციით, წყლის ბოთლით, პირსახოცითა და ფირფიტით, რომელზეც ეწერა „ტუალეტში უნდა წავიდე/აქ ცხელა“. ეს ფირფიტები მათ სტიუარდებისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომლებიც ან გააცილებდნენ საჭირო ადგილამდე, ან სფეროს ცივი ჰაერით შეავსებდნენ.

„ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ The Flaming Lips-ის თაყვანისმცემლებს მოეწონათ ეს თავგადასავალი“, — თქვა ჯგუფის სოლისტმა.

აღინიშნება, რომ სფეროში შეიძლებოდა არა მარტო ცეკვა, არამედ ხტუნაობაც, ვარდნაცა და სხვა სფეროსთან შეჯახებაც.  იმ შემთხვევაში კი, როცა კაფსულები ორ იარუსად განლაგდებოდა, სოციალური დისტანცია მაინც არ ირღვეოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0