პულსი ნორმაშია: ქალი დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე გაცოცხლდა

© photo: Sputnik / Stringerსასაფლაო
სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი, რომელსაც ექიმებმა ტვინის სიკვდილი დაუდგინეს, დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე გაცოცხლდა და ცერემონიის მონაწილეები შოკში ჩაყარა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საშუალო ასაკის ქალმა დაკრძალვის წინ მოულოდნელად სუნთქვა დაიწყო და თვალები გაახილა, იუწყება გამოცემა The Hindu.

შემთხვევა ინდოეთის ქალაქ ბანგალორში მოხდა.

როგორც ირკვევა, 17 იანვარს 40 წლის იასმინ ბანუმ გონება დაკარგა და მისმა ძმამ საიედ მოინუდდინმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმმა პაციენტი გასინჯა და თქვა, რომ მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ საავადმყოფოში საწოლების არარსებობის გამო ქალი ვერ მიიღო.

დაკრძალვა - Sputnik საქართველო
ოცი წლის გოგონა ბალზამირების წინ გაცოცხლდა: ვრცელდება ვიდეო

მეორე დღეს მოინუდდინმა და კერძო საავადმყოფოში გადაიყვანა და მკურნალობისთვის ავანსის სახით 130 ათასი რუპიაც გადაიხადა (დაახლოებით 1780 აშშ დოლარი), მაგრამ ოპერაციის დაწყებამდე საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ოჯახს აცნობეს, რომ პაციენტის თავის ტვინის სიკვდილის გამო ის სახლში უნდა გადაეყვანათ.

მოინუდდინმა დის დაკრძალვისთვის სამზადისი დაიწყო და „ცხედარი“ სასაფლაოზე გადაიტანა. მაგრამ დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე ბანუმ სუნთქვა დაიწყო. ცერემონიის შეძრწუნებულმა მონაწილეებმა „გარდაცვლილს“ პულსი შეუმოწმეს და აღმოაჩინეს, რომ ის ნორმაში იყო. ქალს მოსასულიერებლად წყალი დაალევინეს და კერძო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმმა მოშინ ფაშამ გაცოცხლებული პაციენტი გამოიკვლია და მისი მკურნალობა დაიწყო.

სამედიცინო შეცდომა: გარდაცვლილი ქალი დაკრძალვის წინ გაცოცხლდა>>

როგორც ექიმმა აღნიშნა, საავადმყოფოს მიერ გაცემულ დოკუმენტაციაში არსად არ იყო აღნიშნული, რომ ქალი გარდაიცვალა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მას ამის გავლა მოუწია. ვფიქრობ, გაუგებრობა მოხდა. როგორც ჩანს, ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ ქალს ტვინის სიკვდილი დაუფიქსირდა და პაციენტი შინ უნდა წაეყვანათ, რადგან აღარაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ოჯახმა კი იფიქრა, რომ ქალი გარდაიცვალა და ამიტომ პირდაპირ სასაფლაოზე გადაიყვანეს“, — განმარტა ექიმმა.

მიუხედავად განცდილისა, ოჯახი შვებას განიცდის.

„სასწაულია, რომ ჩემი და ცოცხალია. არადა, შეიძლებოდა ცოცხლად დაგვემარხა“, — ამბობს საიედ მოინუდდინი, რომელიც ახლა ოპერაციისთვის ფულს აგროვებს.

ყველა ახალი ამბავი
0