პილოტმა პენჯაბის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნა – ვრცელდება ვიდეო

© photo: Sputnik / July Khachatryanამოუცნობი მფრინავი ობიექტი
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც პილოტი ამბობს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან დაკავშირებით შენიშნა „რაღაც“, რის თაობაზეც ხელმძღვანელობას პროტოკოლის შესაბამისად აცნობა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების პილოტმა ქალაქ რაჰიმ იარ-ხანის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნა, რის შესახებაც ოფიციალურად აცნობა ხელმძღვანელობას, იუწყება ტელეარხი Geo News.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ასევე შენიშნა ქალაქის ბევრმა მცხოვრებმა და ის ვიდეოზეც აღბეჭდეს.

​​„ობიექტი იყო ძალიან კაშკაშა, მიუხედავად მზის სინათლისა“, — ამბობს პილოტი.

მისი თქმით, ეს არ იყო არც პლანეტა და არც ვარსკვლავი, თუმცა შესაძლოა ყოფილიყო „კოსმოსური სადგური“, ან „ხელოვნური პლანეტა“ დედამიწის სიახლოვეს.

„ჯერ ძალიან ადრეა ვთქვათ, რა ობიექტი იყო ეს. შეიძლება ვერც ვერასდროს დავადგინოთ. მაგრამ შევნიშნე რაღაც, რის თაობაზეც ვაცნობე ხელმძღვანელობას პროტოკოლის შესაბამისად“, — ამბობს მფრინავი.

როგორც პილოტი აზუსტებს, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 23 იანვრის დაახლოებით 16:00 საათზე შენიშნა, როდესაც ყარაჩიდან ლახორში მიფრინავდა. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ამ დროს თვითმფრინავი 10,5 ათას მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0