ლაიქების დასაგროვებლად: ოთხმა მოზარდმა გოგონამ თანატოლი პირდაპირ ეთერში მოკლა

© photo: Sputnik / Stringerადამიანი დანით ხელში
ადამიანი დანით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის სცენა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“, ხოლო ერთ-ერთი გოგონა ტრაბახობდა კიდეც, რომ დანა მსხვერპლს შიგ გულში ჩაარტყა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ოთხმა არასრულწლოვანმა გოგონამ ლუიზიანის სავაჭრო ცენტრ Walmart-ში თანატოლი მოკლა სოციალური ქსელებით ლაიქების მისაღებად, იუწყება The Daily Dot.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დააკავა 12, 13 და 14 წლის ოთხი გოგონა.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა მათგანმა დანა ჩაარტყა 15 წლის გოგონას, რასაც ინციდენტის მონაწილეები Facebook-ისა და Instagram-ის პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ.

ერთ-ერთ ვიდეოზე ისმოდა კიდეც, როგორ ტრაბახობდა გოგონა, რომ მოზარდს დანა შიგ გულში ჩაარტყა.

დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამ დროისათვის ოთხივე ბრალდებული არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0